Skip to content
Home
close
HomepageOur Stories
Home
What we do
Support us

რიჩარდ სტრუპის მოსაგონრად

ელეანორ ჰამონდი

გასული წლის ბოლოს რიჩარდ სტრუპის გარდაცვალებით, რომელიც თანაავტორი იყო წიგნისა „საღი აზრის ეკონომიკა: რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის” თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის სფერომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი უდიდესი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ბატონი რიჩარდი იყო თავისუფალი ბაზრების გზით გარემოს დაცვის ადრეული მომხრე და „ქონების და გარემოს კვლევის ცენტრის“ თანადამფუძნებელი. იგი ასევე გახლდათ ეკონომიკის საპატიო პროფესორი ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამოუკიდებელი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კატოს ინსტიტუტის დამხმარე მკვლევარი და მონტ პელერინის საზოგადოების წევრი.

ჩვენ უდიდესი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ბატონი რიჩარდისა და „საღი აზრის ეკონომიკის“ საავტორო გუნდის დანარჩენი წევრების მიმართ მათი გულუხვობისთვის, რამაც საშუალება მოგვცა, წიგნი აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მკითხველამდე მიგვეტანა. გუნდის მუდმივი მხარდაჭერა ჩვენთვის, ყველასთვის, უდიდესი სტიმულის მომცემია.

სტატიის გაზიარება

Stay connected with our email newsletter

Sign up here