﻿WEBVTT

00:00:00.360 --> 00:00:02.670
- მშპ-ით, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტით

00:00:02.670 --> 00:00:06.480
ფასდება მთლიანი საბაზრო ღირებულება
ყველა საბოლოო  საქონლისა და მომსახურებისა,

00:00:06.480 --> 00:00:09.930
რომელიც იწარმოება ქვეყნის საზღვრებში
წლის განმავლობაში.

00:00:09.930 --> 00:00:11.430
ეს არის ყველაზე მარტივი საზომი,

00:00:11.430 --> 00:00:14.880
რომლითაც ეკონომისტები განსაზღვრავენ
ეკონომიკის მასშტაბს.

00:00:14.880 --> 00:00:16.440
მზა პროდუქცია ნიშნავს
ისეთ პროდუქტებს,

00:00:16.440 --> 00:00:19.050
რომლებიც აღარ გამოიყენება
სხვა პროდუქტების საწარმოებლად.

00:00:19.050 --> 00:00:21.420
მაგალითად, ძრავას
არ გაითვალისწინებდნენ

00:00:21.420 --> 00:00:24.450
მშპ-ის მაჩვენებლის გამოთვლისას,
თუ მას მანქანაში ამონტაჟებენ.

00:00:24.450 --> 00:00:27.180
გაითვალისწინებდნენ მხოლოდ მანქანის ღირებულებას.

00:00:27.180 --> 00:00:29.790
სწორედ ამიტომ არ არის საჭირო
ათასობით ნაწილის მქონე

00:00:29.790 --> 00:00:32.490
თანამედროვე პროდუქტების
ღირებულების ბევრჯერ გამოთვლა.

00:00:32.490 --> 00:00:33.810
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ

00:00:33.810 --> 00:00:35.550
თუ აწარმოებენ ძრავას

00:00:35.550 --> 00:00:37.080
და შემდეგ მას ჰყიდიან კლიენტზე,

00:00:37.080 --> 00:00:40.020
რომელიც მისით ანაცვლებს
თავის მანქანაში ძველ ძრავას,

00:00:40.020 --> 00:00:42.330
მაშინ ეს ახალი
ძრავა გათვალისწინებული იქნება

00:00:42.330 --> 00:00:46.260
მშპ-ის მაჩვენებლის გამოთვლისას,
რადგან ის საბოლოო პროდუქტია.

00:00:46.260 --> 00:00:48.060
ფორმულა,
რომელსაც ეკონომისტები იყენებენ

00:00:48.060 --> 00:00:50.640
მშპ-ის გამოსათვლელად, ასეთია:
სამომხმარებლო ხარჯებს

00:00:50.640 --> 00:00:53.070
დამატებული სახელმწიფო ხარჯები,
დამატებული ინვესტიციები,

00:00:53.070 --> 00:00:55.890
დამატებული ექსპორტის მოცულობა, გამოკლებული იმპორტის მოცულობა.

00:00:55.890 --> 00:00:57.300
თუ ყველა ამ რიცხვს დააჯამებთ,

00:00:57.300 --> 00:01:00.930
მიიღებთ ეკონომიკის
მთლიან მასშტაბს, ანუ მშპ-ს.

00:01:00.930 --> 00:01:01.830
მაგრამ მოიცადეთ,

00:01:01.830 --> 00:01:04.650
რატომ ვაფასებთ
მოხმარების და ინვესტიციის მოცულობას,

00:01:04.650 --> 00:01:08.250
იმის გასარკვევად, თუ
რამდენს აწარმოებს ეკონომიკა?

00:01:08.250 --> 00:01:10.110
უფრო გონივრული არ იქნებოდა,
რომ შეგვეფასებინა

00:01:10.110 --> 00:01:13.430
ყველაფერი, რასაც ქარხნები და მომსახურების მომწოდებლები
აწარმოებენ მთელ ქვეყანაში?

00:01:13.433 --> 00:01:17.130
დიახ, ეს ნამდვილად
შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ

00:01:17.130 --> 00:01:19.860
ძალიან ძნელია დაიქირაო
მილიონობით ეკონომისტი

00:01:19.860 --> 00:01:22.230
რომლებიც დადგებიან თითოეული
ქარხნის საწარმოო ხაზის ბოლოში

00:01:22.230 --> 00:01:26.220
და დააკვირდებიან
მომსახურების ყოველი მომწოდებლის მუშაობას ქვეყანაში.

00:01:26.220 --> 00:01:29.460
საბედნიეროდ, მოხმარების მაჩვენებლები
ბევრად უფრო იოლად მოსაპოვებელია

00:01:29.460 --> 00:01:32.940
და, თეორიულად,
მათ იგივე სურათი უნდა გვაჩვენონ.

00:01:32.940 --> 00:01:34.890
ეს იმიტომ ხდება, რომ
ნებისმიერი რამე, რაც იწარმოება,

00:01:34.890 --> 00:01:36.600
ან ნებისმიერი მომსახურება, რომელიც გაიწევა,

00:01:36.600 --> 00:01:39.090
აქეთან ერთ-ერთ კატეგორიაში აუცილებლად მოხვდება.

00:01:39.090 --> 00:01:41.700
მაგალითად, ვთქვათ, ქარხანა აწარმოებს
წყლის ბოთლს.

00:01:41.700 --> 00:01:43.920
მას შეუძლია ეს წყლის ბოთლი მიჰყიდოს
მომხმარებელს,

00:01:43.920 --> 00:01:45.300
მიჰყიდოს მთავრობას,

00:01:45.300 --> 00:01:48.570
მოახდინოს მისი ექსპორტი საზღვარგარეთ,
ან შეინახოს,

00:01:48.570 --> 00:01:52.320
რაც ჩაითვლება ბიზნესინვესტიციად
მარაგებში,

00:01:52.320 --> 00:01:54.120
ეკონომისტებისთვის
იმპორტის გამოკლება

00:01:54.120 --> 00:01:57.270
მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ თუ, მაგალითად,
იაპონიიდან იმპორტირებული ტელევიზორი

00:01:57.270 --> 00:01:59.970
ავსტრალიაში გაიყიდა,
მაშინ იგი გაზრდიდა

00:01:59.970 --> 00:02:02.880
მომხმარებელთა ხარჯების
წილს ავსტრალიის მშპ-ში,

00:02:02.880 --> 00:02:05.160
რაც ეკონომისტებს არასწორ
წარმოდგენას შეუქმნიდა

00:02:05.160 --> 00:02:07.830
იმის შესახებ, თუ რა შეადგინა ავსტრალიის
წარმოების მოცულობამ იმ წელს.

00:02:07.830 --> 00:02:10.740
ამიტომ იმპორტის მოცულობის
გამოკლებით,

00:02:10.740 --> 00:02:13.050
ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება.

00:02:13.050 --> 00:02:16.140
მშპ-ის გამოთვლა მაინც რთული ამოცანაა

00:02:16.140 --> 00:02:18.330
და მოითხოვს უამრავი მონაცემის
შეგროვებას

00:02:18.330 --> 00:02:21.450
ყველაფერზე, მათ შორის, გაყიდვებზე,
გადასახადებზე, ექსპორტის მაჩვენებლებზე

00:02:21.450 --> 00:02:23.460
და სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე.

00:02:23.460 --> 00:02:25.410
ზოგჯერ ეს მაჩვენებლები შეიძლება ექვემდებარებოდეს

00:02:25.410 --> 00:02:27.690
გარკვეული დოზით ინტერპრეტაციას,

00:02:27.690 --> 00:02:30.330
რის გამოც სხვადასხვა ორგანიზაციის
მშპ-ის მაჩვენებელი

00:02:30.330 --> 00:02:32.280
შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს.

00:02:32.280 --> 00:02:33.420
სწორედ ამიტომ არის საჭირო

00:02:33.420 --> 00:02:35.040
მონაცემების მიღება ერთი და იგივე წყაროდან,

00:02:35.040 --> 00:02:37.890
როდესაც ვადარებთ სხვადასხვა
ქვეყნის ეკონომიკის ზომას.

00:02:37.890 --> 00:02:40.170
მსოფლიო ბანკი და
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

00:02:40.170 --> 00:02:42.540
ის წყაროებია, რომლებსაც ეკონომისტების
უმრავლესობა ეყრდნობა.

00:02:42.540 --> 00:02:46.530
ალბათ, ასევე გაგიგიათ
მთლიანი ეროვნული პროდუქტი.

00:02:46.530 --> 00:02:50.370
მართალია, მშპ და მეპ
ძალიან მსგავსი მაჩვენებლებია,

00:02:50.370 --> 00:02:52.290
ისინი მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან.

00:02:52.290 --> 00:02:55.050
მეპ აფასებს ქვეყნის ეკონომიკის
მთლიან წარმოებას,

00:02:55.050 --> 00:02:59.430
საზღვარგარეთ მდებარე საწარმოების
წარმოების ჩათვლით.

00:02:59.430 --> 00:03:02.790
მაგალითად, თუ ამერიკული
კომპანია ფლობს საავტომობილო ქარხანას

00:03:02.790 --> 00:03:05.340
გერმანიაში, ამ ქარხანაში
წარმოებული მანქანები

00:03:05.340 --> 00:03:08.370
არ აისახება
ამერიკის მშპ-ის მაჩვენებელში,

00:03:08.370 --> 00:03:12.030
სამაგიეროდ, აისახება
მეპ-ის მაჩვენებელში.

00:03:12.030 --> 00:03:14.160
ეს მაჩვენებელი
იმდენად ხშირად არ გამოიყენება,

00:03:14.160 --> 00:03:15.930
მაგრამ მისი გამოთვლა თუ დაგჭირდათ,

00:03:15.930 --> 00:03:19.260
შეგიძლიათ აიღოთ მშპ და დაუმატოთ
საზღვარგარეთიდან ფულის შემოდინება

00:03:19.260 --> 00:03:22.560
და გამოაკლოთ საზღვარგარეთ ფულის გადინება.

00:03:22.560 --> 00:03:26.010
ეკონომისტები აუცილებლად გეტყვიან, რომ
ზომა ყველაფერს არ ნიშნავს

00:03:26.010 --> 00:03:28.590
და ის, რომ ქვეყანას აქვს
დიდი მშპ,

00:03:28.590 --> 00:03:30.330
არ ნიშნავს იმას, რომ ის
საცხოვრებლად ან,

00:03:30.330 --> 00:03:31.650
ბიზნესის კეთებისთვის კარგია,

00:03:31.650 --> 00:03:35.010
არც იმას, რომ
ეკონომიკას კარგად მართავს.

00:03:35.010 --> 00:03:36.630
დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს

00:03:36.630 --> 00:03:39.480
თავისთავად, უფრო მაღალი
მშპ ექნებათ,

00:03:39.480 --> 00:03:41.340
თუ ყველა სხვა ცვლადს გავათანაბრებთ.

00:03:41.340 --> 00:03:45.120
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი გავრცელებული საზომია
მშპ ერთ სულ მოსახლეზე,

00:03:45.120 --> 00:03:49.740
რაც ნიშნავს ქვეყნის მშპ-ის გაყოფას
მის მოსახლეობაზე.

00:03:49.740 --> 00:03:53.370
კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც უნდა იცნობდეთ,
არის რეალური მშპ.

00:03:53.370 --> 00:03:57.900
რეალური მშპ არის მშპ,
რომელიც კორექტირებულია ინფლაციის შესაბამისად.

00:03:57.900 --> 00:04:02.430
თუ მშპ წელიწადში 3%-ით იზრდება,
მაგრამ ინფლაციაც 3%-ია,

00:04:02.430 --> 00:04:05.250
მაშინ გამოდის, რომ ეკონომიკა
რეალურად არ გაუმჯობესებულა.

00:04:05.250 --> 00:04:07.080
იგი აწარმოებს იმავე რაოდენობის პროდუქციას,

00:04:07.080 --> 00:04:10.350
უბრალოდ ეს პროდუქცია 3%-ით მეტი ღირს.

00:04:10.350 --> 00:04:12.720
რეალური მშპ ძალიან სასარგებლოა,

00:04:12.720 --> 00:04:16.410
თუ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკას ადარებთ
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

00:04:16.410 --> 00:04:17.460
სხვადასხვა ოდენობის ფულით

00:04:17.460 --> 00:04:21.840
სრულიად სხვადასხვა ოდენობის საგნებს
შეიძენთ სხვადასხვა ქვეყანაში.

00:04:21.847 --> 00:04:23.520
$10,000 ფილიპინებში

00:04:23.520 --> 00:04:27.330
ბევრად უფრო დიდხანს გეყოფათ, ვიდრე
$10,000 შვეიცარიაში.

00:04:27.330 --> 00:04:29.850
სწორედ ამიტომ, ეკონომისტები ზოგჯერ
იყენებენ კორექტირებას,

00:04:29.850 --> 00:04:31.950
რომელსაც ეწოდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტი.

00:04:31.950 --> 00:04:34.290
იგი აკორექტირებს მშპ-ის მაჩვენებელს ზემოთ ან ქვემოთ,

00:04:34.290 --> 00:04:38.750
იმისდა მიხედვით, თუ რა ღირს ერთნაირი
სამომხმარებლო კალათა სხვადასხვა ქვეყანაში.

00:04:38.760 --> 00:04:40.740
ეკონომისტები, როგორც წესი,
იყენებენ აშშ-ს

00:04:40.740 --> 00:04:42.270
ამ საზომის საფუძვლად,

00:04:42.270 --> 00:04:44.370
ამიტომ ყველა დანარჩენი ქვეყნის სამომხმარებლო კალათა

00:04:44.370 --> 00:04:47.490
ედრება ანალოგიურ
სამომხმარებლო კალათებს აშშ-ში.

00:04:47.490 --> 00:04:48.780
თუ მათი სამომხმარებლო კალათა

00:04:48.780 --> 00:04:50.700
ამერიკულზე უფრო ძვირია,

00:04:50.700 --> 00:04:54.690
მაშინ მშპ კორექტირდება
ქვემოთ ფარდობითი თანხით,

00:04:54.690 --> 00:04:57.300
თუ მათი სამომხმარებლო კალათა უფრო იაფია,
მაშინ ამერიკული კალათა

00:04:57.300 --> 00:04:59.370
კორექტირდება ზემოთ.

00:04:59.370 --> 00:05:02.880
საქონელი ჩინეთში
უფრო იაფია, ვიდრე ამერიკაში,

00:05:02.880 --> 00:05:05.910
და ამიტომ, როცა ვაკორექტირებთ
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით,

00:05:05.910 --> 00:05:09.090
ჩინეთი უფრო დიდი ეკონომიკა გამოდის.

00:05:09.090 --> 00:05:11.550
ალბათ, გსმენიათ ბიგ მაკის ინდექსის შესახებ,

00:05:11.550 --> 00:05:15.540
რომელიც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ინდექსის
გამარტივებული ვერსიაა.

00:05:15.540 --> 00:05:18.570
თუმცა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები
ადგენენ მაჩვენებლებს,

00:05:18.570 --> 00:05:21.540
ისინი, როგორც წესი, ერთ პროდუქტზე მეტს ითვალისწინებენ.

00:05:21.540 --> 00:05:25.410
მსყიდველობითი უნარის პარიტეტი
ძალიან მოსახერხებელი მაჩვენებელია,

00:05:25.410 --> 00:05:28.710
მაგრამ მისი გამოყენებისას
სიფრთხილე გმართებთ.

00:05:28.710 --> 00:05:32.040
ქვეყნის შიდა ეკონომიკური პოლიტიკის
ანალიზისას გამოდგება,

00:05:32.040 --> 00:05:34.410
მაგრამ თუ მსყიდველობითი უნარის
პარიტეტით შეაფასებთ

00:05:34.410 --> 00:05:37.620
ვაჭრობას ან
საერთაშორისო ფინანსურ გავლენას,

00:05:37.620 --> 00:05:40.800
უბრალოდ
დაიბნევით,

00:05:40.800 --> 00:05:43.020
რადგან დოლარი დოლარია

00:05:43.020 --> 00:05:45.570
და მეტის ან ნაკლების
გადახდა არ მოგიწევთ

00:05:45.570 --> 00:05:47.490
იმპორტში ან საერთაშორისო სესხებზე,

00:05:47.490 --> 00:05:50.910
მხოლოდ იმიტომ, რომ სამომხმარებლო საქონელი
უფრო იაფია თქვენს ქვეყანაში.

00:05:50.910 --> 00:05:53.640
დაბოლოს, რაც აუცილებლად
უნდა ვიცოდეთ მშპ-ზე, და სხვა ინდექსებზე,

00:05:53.640 --> 00:05:57.060
არის ის, რომ შეიძლება მათი გაერთიანებით
სხვადასხვა ინფორმაცია მივიღოთ.

00:05:57.060 --> 00:05:58.950
თუ გაინტერესებთ
მშპ ერთ სულ მოსახლეზე

00:05:58.950 --> 00:06:01.500
რამდენად გაიზარდა ქვეყანაში
ბოლო 10 წლის განმავლობაში,

00:06:01.500 --> 00:06:03.150
ინფლაციის მიხედვით კორექტირებით,

00:06:03.150 --> 00:06:06.150
შეგიძლიათ გამოიყენოთ რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე.

00:06:06.150 --> 00:06:08.520
თუ გაინტერესებთ, რამდენად გაიზარდა
მშპ ერთ სულ მოსახლეზე

00:06:08.520 --> 00:06:10.440
ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში,

00:06:10.440 --> 00:06:13.410
თუ დავაკორექტირებთ ინფლაციის
და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით,

00:06:13.410 --> 00:06:16.713
შეგიძლიათ გამოიყენოთ მშპ ერთ სულ მოსახლეზე
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით.

