WEBVTT FILE

1
00:00:00.000 --> 00:00:07.525
- ჰეი, აქეთ მომხედე! მე თვითონ არ მსიამოვნებს
ცეცხლის მოპოვების ენერგიულ მცდელობაში

2
00:00:07.525 --> 00:00:11.985
ხელს რომ გიშლი, მაგრამ
რისთვის გამითხვარე სახე ტალახით?

3
00:00:11.985 --> 00:00:15.067
მეორეც, სად დაკარგე პერანგი?

4
00:00:15.067 --> 00:00:17.067
აქედან რვა წუთის სავალში „ტომი
ბაჰამას“ ტანსაცმლის მაღაზიაა.

5
00:00:17.067 --> 00:00:19.425
ხომ არ გაგვესეირნა?

6
00:00:19.425 --> 00:00:21.253
- ჰაერი! ცეცხლისთვის
ჰაერი მჭირდება!

7
00:00:21.253 --> 00:00:23.657
- ბოდიში, რა თქვით?

8
00:00:23.657 --> 00:00:30.616
შეხედე, რა შევქმენი!
ცეცხლი. ჰა ჰა ჰა!

9
00:00:30.616 --> 00:00:32.415
- და მე მანგოს დაიკირი მოვამზადე.

10
00:00:32.415 --> 00:00:35.447
კუნძულზე დიეტა აღარ
გვჭირდება, ხომ ასეა, ტომ?

11
00:00:35.447 --> 00:00:45.118
[ისმის მელოდია]

13
00:00:45.130 --> 00:00:47.938
- გამარჯობა, მე ენდრიუ ჰიტონი ვარ
და თქვენ EconPop-ს უყურებთ.

14
00:00:47.938 --> 00:00:51.040
ეს არის შოუ, რომელიც პოპულარული
კულტურის ტურბულენტურ წყლებში დაცურავს,

15
00:00:51.040 --> 00:00:54.567
გვერდით ჩამავალი ეკონომიკის
სატვირთო გემზე ასვლის მოლოდინში.

16
00:00:54.567 --> 00:00:57.114
დღეს ვისაუბრებთ...

17
00:00:57.114 --> 00:00:59.884
მარშალ, რაზე ვსაუბრობთ დღეს?
- ფილმზე „გარიყული“.

18
00:00:59.884 --> 00:01:01.437
- „გარიყული“! ხომ დამპირდი,
იმ სტატიებს თუ დავწერდი,

19
00:01:01.437 --> 00:01:04.066
ჩემს საყვარელ შვედ გულშემატკივარ
გოგონებზე გადამაღებინებდი ფილმს?!

20
00:01:04.066 --> 00:01:05.986
„გარიყული“-მეთქი!

21
00:01:05.986 --> 00:01:08.719
კარგი. დღეს ვისაუბრებთ
ფილმზე „გარიყული“.

22
00:01:08.719 --> 00:01:11.760
„გარიყული“ არის ფილმი სტოიკური
ფრენბურთის ბურთის შესახებ,

23
00:01:11.760 --> 00:01:14.208
რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას
შემდეგ, რაც ის ხვდება მამაც ინჟინერს,

24
00:01:14.208 --> 00:01:16.340
რომელსაც გადაწყვეტილი აქვს
მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალურ

25
00:01:16.340 --> 00:01:17.626
პალეო დიეტაზე გადასვლა.

26
00:01:17.626 --> 00:01:20.273
თავდაპირველად ფილმი სერიალის
„გილიგანის კუნძული“ რიმეიქად მოიაზრებოდა,

27
00:01:20.273 --> 00:01:23.008
მაგრამ ბოლო მომენტში, რეჟისორმა
რობერტ ზემეკისმა მიიღო გადაწყვეტილება

28
00:01:23.008 --> 00:01:25.904
გადაეღო ფილმი ადამიანის
სულის ტრიუმფის,

29
00:01:25.904 --> 00:01:28.014
ზღვის პროდუქტების და
სპეციალიზაციის შესახებ.

30
00:01:28.014 --> 00:01:29.862
ტომ ჰენკსი ასრულებს
ჩაკ ნოლანდის როლს.

31
00:01:29.862 --> 00:01:31.862
ჩაკი „FedEx“-ის თაიმ-მენეჯმენტით
გატაცებული ინჟინერია.

32
00:01:31.862 --> 00:01:33.944
მორგან ფრიმანი ვილსონის - ფრენბურთის
ბურთის - როლს თამაშობს, რაშიც

33
00:01:33.944 --> 00:01:37.365
2000 წელს მიიღო ოსკარი, როგორც საუკეთესო
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა.

34
00:01:37.365 --> 00:01:40.986
მას შემდეგ, რაც ჩაკ ნოლანდს წყალი უკაცური
ტროპიკული კუნძულის ნაპირზე გამორიყავს,

35
00:01:41.011 --> 00:01:43.697
მას უწევს ცივილიზაციის
განმეორებით აღმოჩენა,

36
00:01:43.711 --> 00:01:45.421
რაც, უდავოდ, შიშის მომგვრელია.

37
00:01:45.421 --> 00:01:48.786
წარმოიდგინეთ, რომ აღმოჩნდით
მზიან ტროპიკულ სანაპიროზე,

38
00:01:48.786 --> 00:01:51.701
სადაც არ არის ბარი
ფერად-ფერადი კოქტეილებით?!

39
00:01:51.701 --> 00:01:54.439
ეს სერიალის „ბინდის ზონა“
აპოკალიფსურ პეიზაჟს მოგაგონებთ.

40
00:01:54.439 --> 00:01:57.064
რა თქმა უნდა თქვენ არ მოგიწევთ 
„Club Med“-ის დაქირავებული თავზეხელაღებული

41
00:01:57.064 --> 00:02:00.011
მკვლელებისგან გაქცევა იმის გამო, რომ
დაარღვიეთ პოლიტიკა „სიშიშვლის გარეშე“,

42
00:02:00.011 --> 00:02:01.306
მაგრამ მაინც საშინელებაა,

43
00:02:01.306 --> 00:02:04.550
როცა არავინ გყავს, ვისთან ერთადაც
წყლის პოლოს... შიშველი ითამაშებდი.

44
00:02:04.550 --> 00:02:06.178
თანამედროვე საზოგადოებისგან მოწყვეტილი

45
00:02:06.178 --> 00:02:08.197
ჩაკ ნოლანდი ვერ წავა
ჯიბის დანის საყიდლად,

46
00:02:08.197 --> 00:02:09.647
როდესაც რაღაცის გაჭრა უნდა.

47
00:02:09.647 --> 00:02:11.799
მას უწევს დანის მსგავსი
ნივთის ქვისგან გაკეთება.

48
00:02:11.799 --> 00:02:13.774
ვერც კბილის ექიმს შეურბენს,

49
00:02:13.774 --> 00:02:16.010
თუ ცოტაოდენი მალხენი
აირის შესუნთქვა მოუნდება.

50
00:02:16.010 --> 00:02:18.272
ამის ნაცვლად, შეშლილი ადამიანივით
მას საკუთარი კბილის გამოგლეჯა უწევს

51
00:02:18.272 --> 00:02:20.453
ყინულის ციგურით.

52
00:02:20.453 --> 00:02:22.246
სპეციალიზაციის გარეშე

53
00:02:22.246 --> 00:02:24.246
მას სავალალო არსებობა ელის,

54
00:02:24.246 --> 00:02:27.271
რადგან ყველაფრის გაკეთება
თავად უწევს... თუმცა ცუდად.

55
00:02:27.271 --> 00:02:29.950
როდესაც ხალხი საზოგადოების შიგნით
კონკრეტულ ამოცანებზეა ორიენტირებული,

56
00:02:29.950 --> 00:02:32.694
იზრდება მათი
შრომის ეფექტურობაც

57
00:02:32.694 --> 00:02:34.831
და გამოშვებული
პროდუქტის ხარისხიც.

58
00:02:34.831 --> 00:02:36.626
ზოგს შეუძლია

59
00:02:36.626 --> 00:02:39.056
სკატზე ნადირობა
წვეტიანი ჯოხით.

60
00:02:39.056 --> 00:02:40.918
შესაბამისად ისინი დროის
უმეტესობას ნადირობაზე ხარჯავენ.

61
00:02:40.918 --> 00:02:43.998
სხვებს შეიძლება ჯოხების წაწვეტება
და შუბებად ქცევა უფრო ეხერხებიდეთ,

62
00:02:43.998 --> 00:02:45.998
შესაბამისად ისინი შუბს
მეთევზეებზე გაყიდიან,

63
00:02:45.998 --> 00:02:49.233
ან მოკლავენ მეთევზეს
და წამოიღებენ თევზს.

64
00:02:49.233 --> 00:02:52.359
ვინმემ შესაძლოა დრო გამონახოს
თვითმფრინავის მართვის სასწავლებლად,

65
00:02:52.359 --> 00:02:54.419
სხვა კი საფლავის
თხრაში დახელოვნდება,

66
00:02:54.419 --> 00:02:55.978
რადგან, რაოდენ ტრაგიკულადაც
არ უნდა ჟღერდეს,

67
00:02:55.978 --> 00:02:58.336
არავის უსწავლია თვითმფრინავის
შასის გარემონტება.

68
00:02:58.336 --> 00:03:00.501
იმის გამო, რომ ყველა ადამიანი

69
00:03:00.501 --> 00:03:02.307
კონკრეტულ და არა
განზოგადებულ ცოდნას იღებს,

70
00:03:02.307 --> 00:03:04.857
თითოეული მეტად პროდუქტიული
და მცოდნე ხდება,

71
00:03:04.871 --> 00:03:07.062
ვიდრე მოცემული ამოცანის
შემსრულებელი სხვა თანამშრომელი.

72
00:03:07.062 --> 00:03:09.200
შესაბამისად, საზოგადოებაში
მოიპოვება მეტი თევზი საჭმელად,

73
00:03:09.200 --> 00:03:11.516
თვითმფრინავი ფრენისთვის,
შუბი სახვრეტად

74
00:03:11.516 --> 00:03:13.942
და მრავალფეროვანი საფლავი
სამუდამო ძილისთვის.

75
00:03:13.942 --> 00:03:15.776
შრომის პროდუქტიულობის
ზრდასთან ერთად

76
00:03:15.776 --> 00:03:17.540
გაიზრდება იმ ხალხის
ჯგუფების რაოდენობაც,

77
00:03:17.540 --> 00:03:19.747
რომლებიც უშუალოდ ჩართული არ
არიან კვების პროდუქტების წარმოებაში.

78
00:03:19.747 --> 00:03:22.646
თავისი საქმისთვის თავდადებულ ფერმერებს იმაზე
მეტი საკვები მოჰყავთ, ვიდრე თავად სჭირდებათ.

79
00:03:22.646 --> 00:03:25.364
შესაბამისად, სხვა ადამიანებს შეუძლიათ
გახდნენ მხატვრები, ეკონომისტები

80
00:03:25.364 --> 00:03:27.860
ან გმო პროდუქტის აქტივისტები.

81
00:03:27.860 --> 00:03:29.832
სპეციალიზაციის ზრდასთან ერთად,

82
00:03:29.832 --> 00:03:31.721
საზოგადოების სირთულეც იზრდება,

83
00:03:31.721 --> 00:03:33.767
რაც წარმოშობს ისეთ
დახვეწილ პროფესიებს,

84
00:03:33.767 --> 00:03:35.502
როგორიც არის საავიაციო ინჟინერი

85
00:03:35.502 --> 00:03:38.683
და... ის, რასაც სოციალური
ქსელის სპეციალისტები აკეთებენ.

86
00:03:38.683 --> 00:03:41.666
დაფიქრდით, რამხელა ძალისხმევა
დასჭირდა ჩაკს ცეცხლის მოსაპოვებლად.

87
00:03:41.666 --> 00:03:44.272
რამდენიმე საუკუნის წინ ადამიანები
საკუთარი ხელით ამზადებდნენ სანთლებს,

88
00:03:44.272 --> 00:03:47.628
რაც დიდ დროს მოითხოვდა და
ხელოვნურ შუქს ღირებულებას მატებდა.

89
00:03:47.628 --> 00:03:49.628
დღეს ძალიან ცოტა ადამიანი
ზრუნავს საკუთარ განათებაზე.

90
00:03:49.628 --> 00:03:52.704
საჭირო არ არის ჭექა-ქუხილში
ფრანის გაშვება,

91
00:03:52.704 --> 00:03:55.475
ან კატების ფერება სტატიკური
ნაპერწკლის მისაღებად.

92
00:03:55.475 --> 00:03:58.819
მე არ ვიცი როგორ მუშაობს ელექტროობა,
მაგრამ ამის ცოდნა არც მჭირდება.

93
00:03:58.819 --> 00:04:01.994
ვიღაცას სჭირდება და
ამას ისე კარგად

94
00:04:01.994 --> 00:04:04.914
და უხვად აკეთებს,
რომ მე მხოლოდ

95
00:04:04.914 --> 00:04:06.652
ჩამრთველზე ხელის აკვრა დამრჩენია,

96
00:04:06.652 --> 00:04:08.166
რაც ძალიან კარგად გამომდის.

97
00:04:08.166 --> 00:04:10.268
[ცეცხლის ხმა]

98
00:04:10.294 --> 00:04:12.330
სპეციალიზაციის უპირატესობების წყალობით,

99
00:04:12.330 --> 00:04:14.247
არავის სჭირდება იყოს
სრულად თვითკმაყოფილი.

100
00:04:14.247 --> 00:04:16.980
სამუშაოს რამდენიმე
შემადგენელ ამოცანად ვყოფთ

101
00:04:16.980 --> 00:04:19.507
და ვანაწილებთ დიდი
რაოდენობით მოთამაშეებს შორის.

102
00:04:19.507 --> 00:04:22.781
ამ გზით თითოეულ ადამიანს ნაკლები სამუშაო
აქვს, ტომ ჰენქსის პერსონაჟისგან განსხვავებით,

103
00:04:22.797 --> 00:04:24.450
რომელსაც ყველაფრის გაკეთება თავად უწევს.

104
00:04:24.450 --> 00:04:26.742
სპეციალიზაცია მნიშვნელოვანი
მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ

105
00:04:26.765 --> 00:04:29.232
სხვადასხვა რეგიონები მეტად პროდუქტიული
არიან ამა თუ იმ ინდუსტრიაში.

106
00:04:29.232 --> 00:04:31.963
ის ასევე მნიშვნელოვანია იმით,
რომ თანამედროვე საზოგადოებაში

107
00:04:31.963 --> 00:04:34.046
არსებობს თითქმის ყველაფრის
წარმოუდგენელი მრავალფეროვნება.

108
00:04:34.046 --> 00:04:36.933
ეს კონცეფცია კარგად არის ნაჩვენები
კიდევ ერთ ფილმში „მე, ფანქარი“,

109
00:04:36.933 --> 00:04:38.342
რომლისთვისაც მორგან ფრიმანმა

110
00:04:38.342 --> 00:04:39.657
ემის საუკეთესო წამყვანი საწერი
საშუალების ჯილდო მიიღო.

111
00:04:39.657 --> 00:04:41.657
ფილმში „მე, ფანქარი“ ხდება
უბრალო ფანქრის ანალიზი

112
00:04:41.657 --> 00:04:44.959
მისი შემადგენელი ნაწილების მიხედვით:
ფანქრის გულის დამზადების პროცესები,

113
00:04:44.959 --> 00:04:46.959
გარსის შესაქმნელად წაქცეული ხეები,

114
00:04:46.959 --> 00:04:48.959
მედუზისგან დამზადებული საშლელი.

115
00:04:48.959 --> 00:04:50.531
კარგით, ეს ფილმი არ მინახავს,

116
00:04:50.531 --> 00:04:54.404
მაგრამ გადავიკითხე ლეონარდ რიდის
ვიკიპედიის გვერდი. არსი იმაში მდგომარეობს,

117
00:04:54.404 --> 00:04:57.349
რომ არავის შეუძლია დამოუკიდბლად
დაამზადოს ისეთი მარტივი ნივთი,

118
00:04:57.349 --> 00:04:59.681
როგორიც ფანქარია,ის მრავალი
რთული კომპონენტისგან შედგება

119
00:04:59.681 --> 00:05:01.462
და საჭიროებს

120
00:05:01.462 --> 00:05:04.098
სამუშაოში მრავალი
სპეციალისტის ჩართულობას.

121
00:05:04.098 --> 00:05:06.868
ეს ხომ მხოლოდ ფანქარია?!
წარმოიდგინეთ რა ხდება iPod-ის

122
00:05:06.868 --> 00:05:09.317
ან ერთ-ერთი იმ ციცქნა რობოტის
დასამზადებლად, რომელიც თავისით

123
00:05:09.317 --> 00:05:10.611
იღებენ მტვერს იატაკიდან
და მოხუცებს ესხმიან თავს.

124
00:05:10.611 --> 00:05:13.528
ფილმი „გარიყულიც“ საკუთარი
ტრიუმფის ამბავს მოგვითხრობს.

125
00:05:13.528 --> 00:05:16.026
- შენ ჩემი სიყვარული ხარ!

126
00:05:16.063 --> 00:05:22.544
- მეც მიყვარხარ, კელი!
ყველაფერზე მეტად!

127
00:05:22.544 --> 00:05:24.544
- ყველაფრის მიუხედავად, ტომ ჰენკსი

128
00:05:24.544 --> 00:05:27.610
ასრულებს „FedEx“-ის
თანამშრომლის მოვალეობას

129
00:05:27.610 --> 00:05:29.485
და ფილმის ბოლოს ამანათი მის

130
00:05:29.485 --> 00:05:30.489
კანონიერ მფლობელთან მიაქვს.

131
00:05:30.489 --> 00:05:32.418
ეს არის ერთგულებისა და
თავდადების ბრწყინვალე გაკვეთილი.

132
00:05:32.418 --> 00:05:35.027
ამ ფილმის ყურებას ვაიძულებ
ჩემს თანამშრომლებს, მას შემდეგ,

133
00:05:35.027 --> 00:05:36.558
რაც დავიქირავებ მათ, რათა შევახსენო,
რომ მათ საქმე აქვთ გასაკეთებელი

134
00:05:36.558 --> 00:05:38.698
და მაშინაც კი, თუ მათი თვითმფრინავი
აფეთქდება და ისინი ზღვაში დაიკარგებიან,

135
00:05:38.698 --> 00:05:41.398
მოველი, რომ სამუშაო მაინც შესრულდება.
მკაცრი ვარ, მაგრამ - სამართლიანი.

136
00:05:41.398 --> 00:05:43.752
და, რა თქმა უნდა, ფილმი
შეგვახსენებს, რომ ცივილიზაცია,

137
00:05:43.752 --> 00:05:46.626
თავისი კომფორტით და ინსტრუმენტებით,
სხვადასხვა პროფესიაში სპეციალიზებულ

138
00:05:46.626 --> 00:05:48.626
მილიონობით ადამიანზეა დამოკიდებული.

139
00:05:48.626 --> 00:05:52.813
[ისმის მელოდია]

