WEBVTT FILE

1
00:00:00.000 --> 00:00:05.194
[ისმის მელოდია]

2
00:00:05.234 --> 00:00:12.285
გადაანგარიშება

3
00:00:12.334 --> 00:00:14.480
გამარჯობა, ჩემი
სახელია ქურატი

4
00:00:14.520 --> 00:00:17.224
და ჩემი ცხოვრების უმეტესობა
აშშ-ში ვცხოვრობ.

5
00:00:17.264 --> 00:00:20.015
მე მუმბაიში (ინდოეთი) დავიბადე.

6
00:00:20.055 --> 00:00:21.350
3 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა

7
00:00:21.390 --> 00:00:24.751
დიდი გადაწყვეტილება მიიღეს -
ნიუ-იორკში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

8
00:00:24.791 --> 00:00:27.177
იმ დროს ინდოეთში ცხოვრება 
ძალიან რთული იყო 

9
00:00:27.217 --> 00:00:29.034
და მათ სურდათ შვილებისთვის

10
00:00:29.074 --> 00:00:30.731
უკეთესი მომავლის შანსი მიეცათ.

11
00:00:30.771 --> 00:00:32.521
დღეს მე აშშ-ს მოქალაქე ვარ

12
00:00:32.561 --> 00:00:34.994
და მთელი ცხოვრებაა შეერთებულ
შტატებში ვიღებ განათლებას.

13
00:00:35.034 --> 00:00:36.855
[ისმის მელოდია]

14
00:00:36.895 --> 00:00:39.537
ნება მიბოძეთ, ცოტაოდენი
ინდოეთზე გიამბოთ.

15
00:00:39.577 --> 00:00:42.260
[ისმის მელოდია]

16
00:00:42.321 --> 00:00:44.188
აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

17
00:00:44.228 --> 00:00:47.531
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით,
ინდოეთი მეორე ადგილზეა -

18
00:00:47.571 --> 00:00:50.925
1.2 მილიარდი ადამიანით.

19
00:00:50.965 --> 00:00:55.098
დღეს ინდოეთი მსოფლიო
ზესახელმწიფო ხდება.

20
00:00:55.138 --> 00:00:59.755
თუმცა პროგრესისკენ მიმავალი
გზა მარტივი არ იყო.

21
00:00:59.860 --> 00:01:03.593
დიდი მოსახლეობის გამო, ქვეყანა
ასეთივე მასშტაბის სირთულეების შეეჩეხა

22
00:01:03.633 --> 00:01:06.821
მიუხედავად იმისა, რომ დღეს
მილიონობით ბავშვი კომფორტში ცხოვრობს,

23
00:01:06.861 --> 00:01:08.821
სხვა მილიონები 

24
00:01:08.861 --> 00:01:12.441
კვლავ უკიდურეს გაჭირვებაში არიან.

25
00:01:12.481 --> 00:01:14.441
თუმცა, ტექნოლოგიები
ცხოვრებას ცვლიან

26
00:01:14.481 --> 00:01:17.868
ისე, რასაც რამდენიმე წლის
წინ ვერც კი წარმოვიდგენდით.

27
00:01:17.908 --> 00:01:20.990
მაგალითად GPS ტექნოლოგიამ,
რომელიც გეოლოკაციის და

28
00:01:21.030 --> 00:01:22.736
მარშრუტის შედგენაში გვეხმარება,

29
00:01:22.776 --> 00:01:25.352
აბსოლუტურად შეცვალა
თემების ცხოვრება

30
00:01:25.392 --> 00:01:28.643
ინდოეთის შორეული რეგიონის ტომში.

31
00:01:28.683 --> 00:01:32.800
GPS, ანუ გლობალური
პოზიციონირების სისტემა,

32
00:01:32.840 --> 00:01:35.170
არის კოსმოსში, ორბიტაზე მოძრავ

33
00:01:35.210 --> 00:01:39.131
31 სატელიტისგან შემდგარ თანამგზავრზე
დაფუძნებული ნავიგაციის სისტემა.

34
00:01:39.171 --> 00:01:41.225
თითოეული თანამგზავრი
აგზავნის მაღალსიხშირიან,

35
00:01:41.265 --> 00:01:43.225
დაბალი სიმძლავრის რადიოსიგნალს.

36
00:01:43.265 --> 00:01:46.264
ზუსტი ადგილმდებარეობის განსასაზღვრად,
თქვენი GPS მოწყობილობა,

37
00:01:46.304 --> 00:01:48.264
თანამგზავრიდან იღებს სიგნალებს,

38
00:01:48.304 --> 00:01:51.300
ტრილატერაციის პროცესის გამოყენებით.

39
00:01:51.340 --> 00:01:55.115
ტრილატერაცია ადგილმდებარეობებს
განსაზღვრავს დისტანციის შეფასების

40
00:01:55.156 --> 00:01:59.052
და წრეების, სფეროების ან
სამკუთხედების გეომეტრიის გამოყენებით.

41
00:01:59.092 --> 00:02:02.615
თქვენი GPS მოწყობილობა ზომავს
დაშორებას თითოეული თანამგზავრიდან,

42
00:02:02.655 --> 00:02:04.428
იმ დროის მიკვლევადობით,
რაც იხარჯება

43
00:02:04.468 --> 00:02:07.570
რადიოსიგნალის გაგზავნაში და მიღებაში.

44
00:02:07.610 --> 00:02:10.943
GPS თავდაპირველად აშშ-ს
სამხედროებისთვის შეიქმნა,

45
00:02:10.983 --> 00:02:12.468
მაგრამ გასული საუკუნის
80-იან წლებში

46
00:02:12.508 --> 00:02:16.037
ის ფართო საზოგადოებისთვის
გახდა ხელმისაწვდომი.

47
00:02:16.077 --> 00:02:20.091
დღეს GPS თავისუფლად ხელმისაწვდომია
ყველა ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში,

48
00:02:20.131 --> 00:02:22.091
აბსოლუტურად ყველგან.

49
00:02:22.131 --> 00:02:24.439
ინდოეთის შორეულ სოფლებში, 

50
00:02:24.479 --> 00:02:26.369
სადაც ელექტროენერგია ან
წყალგაყვანილობა არ არის,

51
00:02:26.409 --> 00:02:28.577
GPS ტექნოლოგიებს იყენებენ

52
00:02:28.617 --> 00:02:30.346
მიწაზე საკუთარი უფლებების დასაცავად.

53
00:02:30.386 --> 00:02:33.706
[ისმის მელოდია]

54
00:02:33.763 --> 00:02:37.066
მოგითხრობთ ისტორიას სოფელ
საგაიში მცხოვრები ტომის ხალხზე.

55
00:02:37.106 --> 00:02:40.204
ეს სოფელი გუჯარათის
ნაციონალურ ტყეებში მდებარეობს.

56
00:02:40.244 --> 00:02:47.579
[ისმის მელოდია]

57
00:02:47.619 --> 00:02:50.338
- ტომები საზოგადოების ძირითად
ნაწილს არ განეკუთვნებიან.

58
00:02:50.378 --> 00:02:52.188
ისინი ცხოვრობდნენ მთებში,

59
00:02:52.254 --> 00:02:57.801
ტყით დაფარულ ტერიტორიებზე
საუკუნეების მანძილზე.

60
00:02:57.841 --> 00:03:01.810
- ასობით წლის განმავლობაში დიდი
ბრიტანეთი მართავდა მთელს ინდოეთს

61
00:03:01.850 --> 00:03:05.053
და ნებისმიერი ტყე ხელისუფლების
საკუთრებად ითვლებოდა,

62
00:03:05.093 --> 00:03:09.434
მიუხედავად იმისა, თუ
ვინ ცხოვრობდა იქ.

63
00:03:09.474 --> 00:03:13.807
ინდოეთმა ბრიტანეთისგან
დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა,

64
00:03:13.847 --> 00:03:19.490
მაგრამ ტყის მასივები უბრალოდ
ახალ ხელისუფლებას გადაეცა.

65
00:03:19.530 --> 00:03:21.490
- ტომები რთულ
პირობებში ცხოვრობდნენ,

66
00:03:21.530 --> 00:03:24.019
რადგან მათ არსებობისთვის

67
00:03:24.059 --> 00:03:26.019
არანაირი სამართლებრივი
საშუალება არ ჰქონდათ.

68
00:03:26.059 --> 00:03:29.823
საარსებო წყაროს შოვნის
მათი ნებისმიერი მცდელობა

69
00:03:29.863 --> 00:03:32.077
სისხლის-სამართლებრივ
დანაშაულად ითვლებოდა.

70
00:03:32.117 --> 00:03:36.862
ისინი ქურდებად
ითვლებოდნენ საკუთარ მიწაზე.

71
00:03:36.902 --> 00:03:39.884
- ადგილობრივი სოფლების
სასოწარკვეთილი მოსახლეობა

72
00:03:39.924 --> 00:03:42.142
ოჯახების გამოსაკვებად
იძულებული იყო

73
00:03:42.182 --> 00:03:45.407
მიწა უკანონოდ დაემუშავებინა.

74
00:03:45.447 --> 00:03:48.170
- იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ
საკუთრების სამართლებრივი უფლება,

75
00:03:48.210 --> 00:03:52.703
სატყეო სამსახურის მოხელეები
ცდილობდნენ მათ გასახლებას,

76
00:03:52.743 --> 00:03:55.549
ზოგჯერ დოკუმენტების არარსებობას იყენებდნენ
ფულის გამოძალვის მექანიზმად.

77
00:03:55.589 --> 00:03:58.501
ისინი იმუქრებოდნენ, რომ
გადაუხდელობის შემთხვევაში

78
00:03:58.541 --> 00:04:00.854
ბულდოზერს ან ტრაქტორს
გამოგზავნიდნენ და

79
00:04:00.894 --> 00:04:04.972
მათ მოხნულ-დათესილს
მიწასთან გაასწორებდნენ.

80
00:04:05.012 --> 00:04:08.218
- სოფლის მაცხოვრებლებს საკუთარი
მიწის გაუმჯობესების ეშინოდათ.

81
00:04:08.258 --> 00:04:12.251
ჭის გაჭრა ან ტრაქტორის გამოყენება
განსაკუთრებულ რისკთან იყო დაკავშირებული.

82
00:04:12.291 --> 00:04:15.908
თუ სატყეო სამსახურის თანამშრომელი
დაიმუქრებოდა ან ქრთამს მოითხოვდა,

83
00:04:15.948 --> 00:04:18.807
ფერმერები ვერავის მიმართავდნენ.

84
00:04:18.847 --> 00:04:20.593
21-ე საუკუნის დასაწყისში,

85
00:04:20.633 --> 00:04:23.777
ინდორთის ტომების თითქმის მთელი
მოსახლეობა ისეთივე პირობებში ცხოვრობდა,

86
00:04:23.817 --> 00:04:28.861
როგორშიც ინდოეთის
ყველაზე ღარიბი ფენა.

87
00:04:28.901 --> 00:04:31.595
- რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ

88
00:04:31.635 --> 00:04:34.472
და ვნახეთ მათი სავალალო მდგომარეობა.

89
00:04:34.512 --> 00:04:38.744
ისინი შიმშილობის ზღვარზე იყვნენ.

90
00:04:38.784 --> 00:04:42.984
მათ არ ჰქონდათ დღეში ორჯერ
მაინც კვების შესაძლებლობა.

91
00:04:43.024 --> 00:04:46.375
ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვიხვდა.

92
00:04:46.415 --> 00:04:51.277
[ისმის მელოდია]

93
00:04:51.317 --> 00:04:56.046
- 1991 წელს ქვეყანაში
გატარდა ეკონომიკური რეფორმები.

94
00:04:56.086 --> 00:04:58.046
ტომებში მაცხოვრებელმა მოსახლეობამ
და მათმა უფლებადამცველებმა

95
00:04:58.086 --> 00:05:01.232
დაიწყეს საკუთრების უფლებების შესახებ
გამოსვლების და განცხადებების ორგანიზება.

96
00:05:01.272 --> 00:05:06.103
ისინი ითხოვდნენ იმ მიწების
დაკანონებას, რომელებზეც ცხოვრობდნენ.

97
00:05:06.143 --> 00:05:10.962
2006 წელს ეროვნულმა მთავრობამ მიიღო
კანონი ტყეებზე საკუთრების უფლების შესახებ,

98
00:05:11.002 --> 00:05:13.430
რითაც სატომო თემებს მიეცათ

99
00:05:13.470 --> 00:05:17.551
საგვარეულო მიწებზე სამართლებრივი
უფლებების დაკანონების შესაძლებლობა.

100
00:05:17.591 --> 00:05:20.319
რამა ბჰაი და მისი ოჯახი
გუჯარათის ნაციონლაური ტყეების

101
00:05:20.359 --> 00:05:24.090
სოფელ საგაიში ცხოვრობს.

102
00:05:24.130 --> 00:05:27.909
რამა ფერმერია. თავის
სოფელში ის ტომის ბელადია.

103
00:05:28.956 --> 00:05:34.889
- თანდათანობით, ყველამ შეიტყო
ახალი მიღებული კანონის შესახებ,

104
00:05:34.933 --> 00:05:38.847
რომლითაც შესაძლებელი იყო
საკუთრების უფლების მიღება

105
00:05:38.887 --> 00:05:44.042
2005 წლამდე დამუშავებულ მიწებზე.

106
00:05:44.192 --> 00:05:45.872
- თუმცა არსებობდა პატარა
ხელშემშლელი პირობა.

107
00:05:45.912 --> 00:05:48.432
მიწებზე საკუთრების
უფლების მისაღებად,

108
00:05:48.472 --> 00:05:49.664
სოფლის მოსახლეებს
უნდა დაემტკიცებინათ,

109
00:05:49.704 --> 00:05:52.339
რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს

110
00:05:52.379 --> 00:05:56.230
სწორედ ისინი ამუშავებდნენ
2005 წლის 31 დეკემბრამდე.

111
00:05:56.270 --> 00:05:59.247
[ისმის მელოდია]

112
00:05:59.287 --> 00:06:00.948
- ამ სოფლის მსგავს ადგილებში,

113
00:06:00.988 --> 00:06:03.158
არავინ აკეთებს იმის აღრიცხვას,

114
00:06:03.198 --> 00:06:06.928
თუ ვინ, სად და
როგორ ამუშავებს მიწას.

115
00:06:06.968 --> 00:06:09.289
როგორ გინდა დაამტკიცო ეს?

116
00:06:12.926 --> 00:06:17.104
- ყველამ თავისი მიწის რუკა გააკეთა.

117
00:06:17.144 --> 00:06:19.795
ამ მიზნით, საზღვრების გასაყვანად

118
00:06:19.835 --> 00:06:24.808
და ფართობის გასაზომად
ძაფებს ვიყენებდით.

119
00:06:24.848 --> 00:06:28.365
- მაგრამ ხელით დახატული
რუკები საკმარისი არ იყო.

120
00:06:28.405 --> 00:06:31.645
ხელისუფლება მოითხოვდა ოფიციალური
დოკუმენტების წარდგენას,

121
00:06:31.685 --> 00:06:37.383
რომლითაც დამტკიცდებოდა
მიწაზე საკუთრების უფლება.

122
00:06:37.423 --> 00:06:42.135
- მიმართვისას ჩვენი
განცხადება არ დაამტკიცეს

123
00:06:42.175 --> 00:06:45.681
და მიწაზე საკუთრების
უფლება არ მოგვცეს.

124
00:06:45.721 --> 00:06:48.834
თითქმის ყველა უარით გამოისტუმრეს.

125
00:06:49.066 --> 00:06:51.627
- ხანგრძლივი განხილვების შემდეგ,

126
00:06:51.667 --> 00:06:56.528
ხელისუფლებამ განაცხადების
მხოლოდ 10% დაამტკიცა.

127
00:06:56.568 --> 00:07:00.971
სოფლის მოსახლეობა ისევ იქ დაბრუნდა,
საიდანაც დაიწყო უფლებებზე ბრძოლა.

128
00:07:01.011 --> 00:07:03.902
ამის შემდეგ მათ ახალი
იდეა გაუჩნდათ.

129
00:07:03.942 --> 00:07:08.441
გადაწყვიტეს გამოეყენებინათ
Google Earth-ის

130
00:07:08.481 --> 00:07:10.441
თანამგზავრიდან გადაღებული რუკები იმის
დასამტკიცებლად, რომ 2006 წლამდე

131
00:07:10.481 --> 00:07:15.204
კონკრეტული მიწის
ნაკვეთები მუშავდებოდა.

132
00:07:15.244 --> 00:07:17.536
- Google Earth-ის
თანამგზავრის გამოსახულებებმა

133
00:07:17.576 --> 00:07:24.614
იმედი კვლავ გაგვიღვივა.

134
00:07:24.654 --> 00:07:29.238
პროგრამა ასევე იძლეოდა საარქივო
გამოსახულებების მიღების შესაძლებლობას.

135
00:07:29.278 --> 00:07:32.964
ზოგან გვქონდა გამოსახულებები
2002 და 2004 წლიდან,

136
00:07:33.004 --> 00:07:37.770
რითაც ისტორიის მაჩვენებელი
გამოსახულებები შეიქმნა.

137
00:07:37.810 --> 00:07:42.113
თუ 2005 წლის გამოსახულებაზე ტყე ჩანს,
თქვენ იცით, რომ ამ ადგილზე ტყე იყო.

138
00:07:42.153 --> 00:07:45.852
ღია მინდორიც შეგიძლიათ
გაარჩიოთ გამოსახულებაზე.

139
00:07:45.892 --> 00:07:47.313
ამ საზღვრებს თუ ხედავთ,

140
00:07:47.353 --> 00:07:49.637
გამოდის, რომ

141
00:07:49.677 --> 00:07:52.287
მიწის ნაკვეთი მუშავდებოდა.

142
00:07:52.327 --> 00:07:54.619
თანამგზავრით გადაღებული
გამოსახულებების გარეშე

143
00:07:54.659 --> 00:07:58.110
ამ ფაქტის დამტკიცების სხვა
საშუალება არ არსებობდა.

144
00:07:59.669 --> 00:08:04.347
- შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო
ზუსტი საზღვრების რუკების შექმნა,

145
00:08:04.387 --> 00:08:07.811
რომლებიც შემდეგ თანამგზავრის
გამოსახულებებზე დაიტანებოდა.

146
00:08:07.851 --> 00:08:11.494
ეს შესაძლებელი გახდა მცირე ზომის
GPS მოწყობილობების გამოყენებით.

147
00:08:11.534 --> 00:08:18.311
- უნდა ჩართოთ, მიიღოთ
თანამგზავრის სიგნალი,

148
00:08:18.351 --> 00:08:26.886
გადაადგილდეთ იმ მიწის ნაკვეთის
პერიმეტრზე, რომლის რუკის შექმნაც გინდათ.

149
00:08:26.926 --> 00:08:31.124
შემდეგ მონაცემები კომპიუტერში გადადის

150
00:08:31.164 --> 00:08:34.969
და ნაკვეთის საზღვრები

151
00:08:35.009 --> 00:08:39.081
გამოსახულებაზე გამოჩნდება.

152
00:08:39.121 --> 00:08:42.954
- კონკრეტული მიწის ნაკვეთის

153
00:08:42.994 --> 00:08:45.438
2005 წლის გამოსახულებაზე ჩანს
რა მდგომარეობაში იყო ის -

154
00:08:45.478 --> 00:08:48.765
ტყით დაფარული, თუ მუშავდებოდა.

155
00:08:48.805 --> 00:08:50.939
ამის დანახვა მარტივად შეიძლება.

156
00:08:50.989 --> 00:08:53.609
- ამ გზით ტომის წევრებმა
მიიღეს დეტალური რუკები

157
00:08:53.649 --> 00:08:58.141
მათი განცხადებებისთვის.

158
00:08:58.181 --> 00:09:00.610
დღეის მდგომარეობით,
GPS რუკების წყალობით,

159
00:09:00.650 --> 00:09:04.444
განაცხადების თითქმის
90% დაკმაყოფილებულია.

160
00:09:04.484 --> 00:09:08.982
[ისმის მელოდია]

161
00:09:09.022 --> 00:09:12.922
- ამ ტექნოლოგიამ გადაგვარჩინა.

162
00:09:12.962 --> 00:09:15.711
ეს კანონი 10-20 წლის
წინ რომ მიეღოთ,

163
00:09:15.751 --> 00:09:17.449
მაშინ ეს ტექნოლოგია არ არსებობდა.

164
00:09:17.489 --> 00:09:20.392
ადამიანებს მოუწევდათ ბრძოლა
საკუთრების უფლების დამტკიცებისა

165
00:09:20.432 --> 00:09:22.392
და კანონის აღსრულებისთვის.

166
00:09:22.432 --> 00:09:30.119
[ისმის მელოდია]

167
00:09:30.159 --> 00:09:33.486
- დღეს ისინი აღარ არიან ქურდები

168
00:09:33.526 --> 00:09:36.200
ან კრიმინალები.

169
00:09:36.240 --> 00:09:42.113
ეს ხალხი დღეს უკვე დარწმუნებულია,
რომ ისინი მიწის მფლობელები არიან.

170
00:09:42.153 --> 00:09:47.909
ყოველივე ამან სხვა
დადებითი შედეგებიც გამოიღო.

171
00:09:50.676 --> 00:09:57.067
- ეს ახლა ჩემი მიწაა და
ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

172
00:10:00.060 --> 00:10:05.671
მიწას ჩემით დავხნავ და დავამუშავებ.

173
00:10:05.711 --> 00:10:11.820
ბევრს ვიმუშავებ და
არასოდეს გავყიდი მას.

174
00:10:12.564 --> 00:10:16.292
დაქანებულ ადგილზე მანგოს ნერგებს

175
00:10:16.332 --> 00:10:22.008
და ტყის სხვა ხეებს დავრგავ.

176
00:10:22.048 --> 00:10:25.725
- სატომე სოფლების წყალობით,
ერთ დროს სატყეო სამსახურის მიერ

177
00:10:25.765 --> 00:10:29.695
მთლიანად გაჩეხილი ტყე
დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს.

178
00:10:29.735 --> 00:10:39.478
[ისმის მელოდია]

179
00:10:41.078 --> 00:10:47.808
- ადრე სატყეო სამსახური ჭის
გაჭრის უფლებას არ გვაძლევდა,

180
00:10:47.848 --> 00:10:51.541
რადგან ჩვენ ამ მიწების
კანონიერი მფლობელები არ ვიყავით.

181
00:10:51.581 --> 00:10:57.237
დღეს ეს მიწები ჩვენი საკუთრებაა.

182
00:10:57.277 --> 00:10:59.818
ჯერ პატარა ჭა გავთხარე, მაგრამ ახლა
მას 8-9 ოჯახი ერთად ვჭრით.

183
00:10:59.858 --> 00:11:03.676
ახლა უფრო დიდ ჭას გავთხრით

184
00:11:03.716 --> 00:11:09.778
და მეტი წყალი გვექნება.

185
00:11:09.907 --> 00:11:22.285
[ისმის მელოდია]

186
00:11:22.325 --> 00:11:27.044
- 10 წლის შემდეგ ვითარება
საგრძნობლად შეიცვალა.

187
00:11:27.084 --> 00:11:33.908
მშობლების უმეტესობა ცდილობს
შვილები კარგ სკოლაში გაუშვას.

188
00:11:33.948 --> 00:11:36.315
სწორედ ეს არის
გასაოცარი ცვლილება.

189
00:11:36.355 --> 00:11:44.051
ისინი დიდ ფულს დებენ მათი შვილების,
მათ შორის - გოგონების განათლებაში.

190
00:11:44.091 --> 00:11:48.086
- დღეს უკვე შეუძლიათ განვითარების
შემდგომი გზების დაგეგმვაც,

191
00:11:48.126 --> 00:11:53.394
გრძელვადიანი ინვესტიციების
გაკეთება და ა.შ.

192
00:11:53.434 --> 00:11:55.642
ყველაზე სასიამოვნო კი ის არის,

193
00:11:55.682 --> 00:11:59.791
რომ დღეს შეგვიძლია
ღირსეული ცხოვრებით ცხოვრება,

194
00:11:59.831 --> 00:12:03.494
ჩვენ ვიხვეჭთ პატივისცემას, რადგან
აღარ ვითვლებით ქონების ქურდებად

195
00:12:03.534 --> 00:12:06.038
და კანონის დამრღვევებად.

196
00:12:06.078 --> 00:12:08.583
დღეს, ამ მიწის დამუშავებისას,

197
00:12:08.623 --> 00:12:14.870
სიამაყით აღვსილები ვმუშაობთ.

198
00:12:15.301 --> 00:12:18.352
- პირველად ცხოვრებაში

199
00:12:18.392 --> 00:12:22.272
მათ თავი დემოკრატიული ქვეყნის
ჭეშმარიტ მოქალაქეებად იგრძნეს.

200
00:12:22.312 --> 00:12:27.021
როდესაც მათ პატივისცემით ექცევიან
სახელმწიფო სამსახურში მისვლისას.

201
00:12:27.210 --> 00:12:29.032
იცით, ისინი კვლავ
ღარიბები არიან.

202
00:12:29.072 --> 00:12:30.930
მათი მდგომარეობა
მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

203
00:12:30.970 --> 00:12:34.001
სოფლებში არ არის მრეწველობები და არ
ხორციელდება დიდი კაპიტალდაბანდება,

204
00:12:34.041 --> 00:12:39.440
მაგრამ სოფლის მაცხოვრებლებს ეს სიამაყის და
ღირსების შეგრძნება მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

205
00:12:39.491 --> 00:12:54.109
[ისმის მელოდია]

206
00:12:54.149 --> 00:12:57.290
- Google Maps ან GPS უმრავლესობას
შესაძლოა მარტივ გამოგონებად მიგვაჩნია,

207
00:12:57.330 --> 00:13:00.328
რომლებიც დღეს ავტომობილებს
მოჰყვება შეძენისას,

208
00:13:00.368 --> 00:13:02.891
თუმცა ინდოეთის სოფელ
საგაის მაცხოვრებლებს

209
00:13:02.931 --> 00:13:06.234
GPS ტექნოლოგიამ
ცხოვრება შეუცვალა!

210
00:13:06.274 --> 00:13:10.631
ადამიანებს, რომლებიც არ ფლობდნენ მიწებს და
არ ჰქონდათ ძალაუფლება თაობების განმავლობაში,

211
00:13:10.671 --> 00:13:13.019
დღეს შეუძლიათ საკუთარი
მომავლის დაგეგმვა.

212
00:13:13.059 --> 00:13:15.019
ყველაფერი ეს საკუთრების
უფლების დამსახურებაა!

213
00:13:15.059 --> 00:13:18.390
დღეს ეს მიწები მათ
ეკუთვნით, გაჭრილი ჭა მათია

214
00:13:18.430 --> 00:13:21.218
და მათ საკუთრებას კანონი იცავს.

215
00:13:21.258 --> 00:13:23.775
ეს არის საკუთრების
უფლების ძალა.

216
00:13:23.815 --> 00:13:27.266
თუ გაქვს საკუთრება,
მას კარგად მოუვლი.

217
00:13:27.306 --> 00:13:30.784
შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი მობილური
ტელეფონი მიმართულებას გიჩვენებთ,

218
00:13:30.824 --> 00:13:34.444
დაფიქრდით როგორ დაეხმარა ეს
ტექნოლოგია ინდოეთის ტომებში

219
00:13:34.484 --> 00:13:37.310
მცხოვრებ ხალხს საგვარეულო მიწებზე
საკუთრების უფლების მიღებაში.

220
00:13:37.350 --> 00:13:40.096
ახლა მოსახლეობა ბევრად
უფრო სათუთად მოეპყრობა

221
00:13:40.136 --> 00:13:43.093
თავის მიწას და გარემოს.

222
00:13:43.133 --> 00:13:45.093
ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით
კარგია არა მხოლოდ მიწისთვის,

223
00:13:45.133 --> 00:13:47.814
არამედ ინდოელი ხალხისთვისაც.

224
00:13:47.854 --> 00:14:01.943
[ისმის მელოდია]

