WEBVTT

00:00:00.200 --> 00:00:03.300
[მხიარული მუსიკა]

00:00:03.300 --> 00:00:05.790
- ზოგჯერ, ახალი და
ამაღელვებელი შესაძლებლობა

00:00:05.790 --> 00:00:08.190
გვეძლევა მაშინ, როცა
ჩვენი არსებული ცხოვრებით

00:00:08.190 --> 00:00:10.290
სრულად კმაყოფილები ვართ.

00:00:10.290 --> 00:00:11.520
თუ ეს ხდება,

00:00:11.520 --> 00:00:14.430
გვიწევს ვიფიქროთ ალტერნატიული
დანახარჯების შესახებ.

00:00:15.810 --> 00:00:18.480
ეს იმიტომ, რომ როცა ახალ
შესაძლებლობას განვიხილავთ,

00:00:18.480 --> 00:00:20.730
მას ჩვენს ამჟამინდელ
მდგომარეობას ვადარებთ

00:00:20.730 --> 00:00:23.970
და ვფიქრობთ, რას ვკარგავთ,
თუ მას ავირჩევთ.

00:00:23.970 --> 00:00:26.070
ხშირად ეს ისე ხდება,

00:00:26.070 --> 00:00:27.690
რომ მთელ სურათს ვერ ვხედავთ.

00:00:29.130 --> 00:00:32.910
ეკონომისტები ალტერნატიულ დანახარჯს
განმარტავენ, როგორც სარგებელს,

00:00:32.910 --> 00:00:35.760
რომელსაც ვთმობთ, როცა ერთ
ალტერნატივას მეორეზე ვცვლით,

00:00:35.760 --> 00:00:37.620
იმ იმედით, რომ საუკეთესო
არჩევანს ვაკეთებთ.

00:00:39.000 --> 00:00:41.010
მიუხედავად იმისა, რომ ისინი
ხშირად ნაკლებად შესამჩნევია,

00:00:41.010 --> 00:00:42.420
და ზოგჯერ თეორიულია,

00:00:42.420 --> 00:00:44.550
ალტერნატიული დანახარჯები
შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

00:00:44.550 --> 00:00:47.310
ამიტომ, მათი შესწავლა საჭიროა.

00:00:48.660 --> 00:00:51.390
წარმოიდგინეთ, რომ ვცდილობთ
კოლეჯში სწავლის

00:00:51.390 --> 00:00:52.800
რეალური ხარჯის გამოთვლას.

00:00:52.800 --> 00:00:54.570
ერთი ფაქტორი შეიძლება
იყოს სწავლების საფასური,

00:00:54.570 --> 00:00:56.940
რომელიც ჩვენს შემთხვევაში $10,000-ია.

00:00:56.940 --> 00:00:58.590
თუ ეს ჩვენი ერთადერთი ხარჯია,

00:00:58.590 --> 00:01:00.480
შესაძლოა ვიფიქროთ, რომ
სწავლის ღირებულება

00:01:00.480 --> 00:01:02.310
წელიწადში $10,000-ია.

00:01:02.310 --> 00:01:05.130
მაგრამ ეკონომისტებისთვის ეს ასე არ არის,

00:01:05.130 --> 00:01:07.800
რადგან ამ თანხას უნდა
დავამატოთ ის შემოსავალიც,

00:01:07.800 --> 00:01:10.320
რომელიც შეგვეძლო მიგვეღო მუშაობით,
კოლეჯში სწავლის ნაცვლად.

00:01:11.670 --> 00:01:14.940
ვთქვათ, ადგილობრივ რესტორანში
სრული განაკვეთით მუშაობით,

00:01:14.940 --> 00:01:17.730
წელიწადში $20,000-ის
გამომუშავება შეგიძლიათ.

00:01:17.730 --> 00:01:21.060
ამ შემთხვევაში, კოლეჯში სწავლის
რეალური ღირებულება იქნება

00:01:21.060 --> 00:01:23.010
$10,000–ის სწავლის საფასური

00:01:23.010 --> 00:01:26.070
და $20,000–ის ალტერნატიული დანახარჯი.

00:01:26.070 --> 00:01:30.450
ასე რომ, სწავლის გამო
წელიწადში $30,000-ს ვთმობთ.

00:01:30.450 --> 00:01:32.550
თუმცა, ეს ამბავი მხოლოდ ამით არ მთავრდება,

00:01:32.550 --> 00:01:34.710
რადგან პირიქითაც შეგვიძლია შევხედოთ.

00:01:36.000 --> 00:01:38.400
თუ ვივარაუდებთ, რომ
კოლეჯში ოთხ წელს ვატარებთ,

00:01:38.400 --> 00:01:41.610
მაშინ $120,000-ს ვთმობთ განათლებისთვის,

00:01:41.610 --> 00:01:46.020
რაც გვტოვებს ცარიელი ჯიბით,
ბევრი იდეითა და დიპლომით.

00:01:46.020 --> 00:01:48.720
თუმცა, უკეთესი განათლებით,

00:01:48.720 --> 00:01:51.540
შესაძლოა, მენეჯერის პოზიციაზე
$40,000 გამოვიმუშავოთ,

00:01:51.540 --> 00:01:54.300
$20,000-იანი სამსახურის ნაცვლად.

00:01:54.300 --> 00:01:55.410
ამ შემთხვევაში,

00:01:55.410 --> 00:01:58.620
კოლეჯში არ ჩაბარება საბოლოოდ
გაცილებით ძვირი დაგვიჯდება.

00:01:59.850 --> 00:02:01.650
გაიგეთ ეს კონცეფცია?

00:02:01.650 --> 00:02:03.060
გვაჩვენეთ.

00:02:03.060 --> 00:02:05.970
გამოთვალეთ ალტერნატიული
დანახარჯი იმ მოსწავლისთვის,

00:02:05.970 --> 00:02:08.850
რომელმაც სამედიცინო განათლების
მიღებაზე უარი თქვა,

00:02:08.850 --> 00:02:11.610
და საოჯახო ბიზნესში მუშაობა არჩია.

00:02:13.320 --> 00:02:17.100
სწავლისა და საცხოვრებლის
ხარჯი თვეში $2,000-ია.

00:02:17.100 --> 00:02:20.130
უნივერსიტეტის დასრულებას
ექვსი წელი სჭირდება.

00:02:20.130 --> 00:02:21.510
დიპლომის მიღების შემდეგ,

00:02:21.510 --> 00:02:24.060
ის 34 წლის განმავლობაში
სამედიცინო სფეროში იმუშავებს

00:02:24.060 --> 00:02:25.650
და თვეში $10,000 დოლარს გამოიმუშავებს.

00:02:25.650 --> 00:02:28.830
თვეში $3,000-ს კი საცხოვრებელ
ხარჯებს მოახმარს.

00:02:28.830 --> 00:02:30.840
თუ ოჯახურ ბიზნესს უერთდება,

00:02:30.840 --> 00:02:34.680
ის მაშინვე თვეში $3,500-ს გამოიმუშავებს
მომდევნო 40 წლის განმავლობაში,

00:02:34.680 --> 00:02:36.750
საცხოვრებელი ხარჯები კი ნულოვანია.

00:02:36.750 --> 00:02:38.970
რომელია ფინანსურად უკეთესი არჩევანი?

00:02:38.970 --> 00:02:41.750
დატოვეთ თქვენი გამოთვლები კომენტარებში.

00:02:41.750 --> 00:02:44.420
[მხიარული მუსიკა]

00:02:56.130 --> 00:02:58.530
- Sprouts-ის ეს და სხვა ვიდეოები,

00:02:58.530 --> 00:03:00.960
ლიცენზირებულია Creative Commons-ის
ფარგლებში.

00:03:00.960 --> 00:03:04.290
ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებს
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

00:03:04.290 --> 00:03:06.810
შეუძლიათ მათი გამოყენება
საკლასო ოთახებში, ონლაინ კურსებში,

00:03:06.810 --> 00:03:08.610
ან პროექტების დასაწყებად.

00:03:08.610 --> 00:03:11.520
ათასობით ადამიანი ამას უკვე აკეთებს.

00:03:11.520 --> 00:03:15.060
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მუშაობს ეს,

00:03:15.060 --> 00:03:16.440
და როგორ გადმოწეროთ ვიდეო
რეკლამებისა და მუსიკის გარეშე,

00:03:16.440 --> 00:03:20.250
ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს ან
წაიკითხეთ აღწერა ქვემოთ.

00:03:20.250 --> 00:03:22.200
თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს მისიას,

00:03:22.200 --> 00:03:24.270
და დაეხმაროთ განათლების გაუმჯობესებაში,

00:03:24.270 --> 00:03:25.830
ეწვიეთ ჩვენს Patreon–ის გვერდს:

00:03:25.830 --> 00:03:29.010
patreon.com/sprouts.