﻿WEBVTT

00:00:00.200 --> 00:00:01.400
- მოგესალმებით, მე კევინი ვარ.

00:00:01.400 --> 00:00:03.550
თქვენ კვლავ „უხილავ ხელს“ უყურებთ.

00:00:03.550 --> 00:00:06.030
მითხარით, ოდესმე თუ გდომებიათ,
რომ გაგეხსნათ საკუთარი

00:00:06.030 --> 00:00:08.610
ხელნაკეთი არომატიზებული
კბილის ჩხირების მაღაზია?

00:00:08.610 --> 00:00:10.890
რა თქმა უნდა.
ამაზე ხომ ყველანი ვოცნებობთ!

00:00:10.890 --> 00:00:12.990
მეწარმეობა საოცარი რამ არის.

00:00:12.990 --> 00:00:14.860
მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ
არ იცის, რომ

00:00:14.860 --> 00:00:18.060
მეწარმეობა ასევე
ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკის

00:00:18.060 --> 00:00:19.990
უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

00:00:19.990 --> 00:00:22.160
- როგორც იქნა, სახალისო თემაზე გადავედით.

00:00:22.160 --> 00:00:23.760
- მიხარია, რომ მოგწონს, ფიონა.

00:00:23.760 --> 00:00:25.790
- კევინ, სკოლას რომ დავამთავრებ,

00:00:25.790 --> 00:00:27.220
მინდა მეწარმე გავხდე.

00:00:27.220 --> 00:00:28.050
- მართლა?

00:00:28.050 --> 00:00:31.010
- ჰო, საკუთარი თავის უფროსი
და დამოუკიდებელი ვიქნები.

00:00:31.010 --> 00:00:31.920
- მაგარია.

00:00:31.920 --> 00:00:35.130
- იცი, მეწარმეობა
ბევრად მეტია,

00:00:35.130 --> 00:00:37.240
ვიდრე საკუთარი გრაფიკის დადგენა.

00:00:37.240 --> 00:00:41.400
მეწარმეები თამაშობენ უაღრესად
მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის სფეროში.

00:00:41.400 --> 00:00:43.000
- ნუ გაართულებ, რა.

00:00:43.000 --> 00:00:45.070
- არა, მართალს ამბობს.

00:00:45.070 --> 00:00:46.420
და ეს ძალიან მაგარია.

00:00:46.420 --> 00:00:49.340
მეწარმეობა ნიშნავს ახალი
და საინტერესო გზების პოვნას

00:00:49.340 --> 00:00:50.580
ადამიანების დასახმარებლად.

00:00:50.580 --> 00:00:52.560
ეს ნიშნავს შესაძლებლობების აღმოჩენას,

00:00:52.560 --> 00:00:55.990
პრობლემების ახლებურად მოგვარებას
და ღირებულების შექმნას.

00:00:55.990 --> 00:00:58.210
- როგორც ვხვდები,
მეწარმეობა

00:00:58.210 --> 00:01:01.560
არ არის მხოლოდ საქმიანობა,
სამუშაო, რომელსაც ადამიანები ასრულებენ,

00:01:01.560 --> 00:01:03.320
არამედ ეს არის ერთგვარი მენტალიტეტი.

00:01:03.320 --> 00:01:06.430
- დიახ, მეწარმეობა,
როგორც მენტალიტეტი,

00:01:06.430 --> 00:01:09.750
ხელს უწყობს ნოვატორობას,
დაუღალავ შრომას და შემოქმედებითობას.

00:01:09.750 --> 00:01:12.830
ის გულისხმობს ისეთი ხედვის ქონას,
რომელიც გამოავლენს და აღმოაჩენს

00:01:12.830 --> 00:01:16.490
დაუკმაყოფილებელ საჭიროებებს
და შემდეგ მათ დაკმაყოფილებაზე იზრუნებს.

00:01:16.490 --> 00:01:20.100
- მეწარმეები აგვარებენ პრობლემებს
და ამავდროულად ქმნიან სიმდიდრეს.

00:01:20.100 --> 00:01:22.510
მოგებაზე ორიენტირებული
მეწარმეები იყენებენ

00:01:22.510 --> 00:01:26.020
წარმოების ფაქტორებს,
მიწას, შრომას და კაპიტალს

00:01:26.020 --> 00:01:29.070
ადამიანებისთვის საჭირო და სასურველი 
საქონლის და მომსახურების შესაქმნელად.

00:01:29.070 --> 00:01:30.890
ეს რისკიანი საქმიანობაა,
რადგან ისინი წარმატებას აღწევენ

00:01:30.890 --> 00:01:33.650
მხოლოდ მაშინ, თუ მათი პროდუქტი
ღირებული აღმოჩნდება ხალხისთვის.

00:01:33.650 --> 00:01:36.920
მათი წარმატება არის
სიმდიდრის შექმნის საწინდარი.

00:01:36.920 --> 00:01:38.430
- მოდით ამაზეც ვისაუბროთ.

00:01:38.430 --> 00:01:41.670
ეკონომიკაში სიმდიდრე არ არის ის,

00:01:41.670 --> 00:01:45.000
რაც ადამიანების უმრავლესობას ჰგონია.

00:01:45.000 --> 00:01:48.190
- ეს არის  ბევრი ფული... როდესაც შეგიძლია
ტეილორ სვიფტთან ერთად გაატარო დრო,

00:01:48.200 --> 00:01:49.440
როცა მოისურვებ, ასე არ არის?

00:01:49.440 --> 00:01:51.750
- არა, თუმცა მაგარი კი იქნებოდა.

00:01:51.750 --> 00:01:52.800
- იქნებოდა.

00:01:52.800 --> 00:01:55.740
სიმდიდრე არის ეკონომიკური
საქონლის ღირებულების საზომი.

00:01:55.740 --> 00:01:57.040
და, როგორც ვიცით...

00:01:57.040 --> 00:01:58.410
- ღირებულება სუბიექტურია.

00:01:58.410 --> 00:02:00.050
დიახ, ეს უკვე ვიცი.

00:02:00.050 --> 00:02:00.940
- ზუსტად.

00:02:00.940 --> 00:02:03.520
შესაბამისად, ფულს შეუძლია
ადამიანის სიმდიდრის დემონსტრირება,

00:02:03.520 --> 00:02:05.370
მაგრამ ეს მხოლოდ განყენებული მოსაზრებაა.

00:02:05.370 --> 00:02:08.810
მათი რეალური სიმდიდრე არის ყველაფერი 
ის, რაც მათ ფასეულად მიაჩნიათ.

00:02:08.810 --> 00:02:10.010
- მაგალითად ჩემი ლეპტოპი.

00:02:10.010 --> 00:02:12.950
- კი, ასევე შენი ბინა
შენი ველოსიპედი,

00:02:12.950 --> 00:02:17.100
1989 წლის დონრუსის ბრილიანტის მეფეების
ბეისბოლის ბარათების სრული კოლექცია.

00:02:17.500 --> 00:02:19.680
- ეს ხომ შენთვის არის ღირებული!

00:02:19.680 --> 00:02:22.400
- საკვები შენს მაცივარში,
შენი განათლებაც კი.

00:02:22.400 --> 00:02:25.300
ყველაფერი ეს
ცხოვრებას გიუმჯობესებს.

00:02:25.300 --> 00:02:27.220
- მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ

00:02:27.220 --> 00:02:30.240
სიმდიდრე არ არის ის,
რაც ბუნებრივად არსებობს დედამიწაზე.

00:02:30.240 --> 00:02:32.310
ის უნდა შეიქმნას.

00:02:32.310 --> 00:02:33.140
- მოიცადე.

00:02:33.140 --> 00:02:34.770
მაშინ რას იტყვი ბუნებრივ რესურსებზე?

00:02:34.770 --> 00:02:37.960
თუ საჭმელი ითვლება, ვაშლი
ხეზე სიმდიდრე არ გამოდის?

00:02:37.960 --> 00:02:39.380
- არა.

00:02:39.380 --> 00:02:42.060
ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ძალისხმევა
ხეზე ასაძრომად

00:02:42.060 --> 00:02:45.010
და ვაშლის მოსაკრეფად
მათ მოხმარებამდე.

00:02:45.010 --> 00:02:47.510
ეს სამუშაო - დარგვა,
მოსავლის აღება, შეგროვება,

00:02:47.510 --> 00:02:51.070
ნადირობა, კეთილმოწყობა, მშენებლობა -
არის ის, რითაც იქმნება ღირებულება.

00:02:51.070 --> 00:02:54.330
- მეწარმეები წამყვან როლს
ასრულებენ ღირებულების შექმნაში.

00:02:54.330 --> 00:02:55.160
- კი, ასეა.

00:02:55.160 --> 00:02:57.440
მეწარმეები ქმნიან ღირებულებას თავისთვის

00:02:57.440 --> 00:02:59.440
სხვებისთვის ღირებულების შექმნის გზით.

00:02:59.440 --> 00:03:01.830
- აი, ეს ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს
მეწარმეობაში.

00:03:01.830 --> 00:03:03.990
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საარსებო წყაროს მოპოვება

00:03:03.990 --> 00:03:06.000
ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების გზით.

00:03:06.000 --> 00:03:06.810
- კარგია,

00:03:06.970 --> 00:03:11.340
რადგან მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის
არსებით საფუძველს წარმოადგენს.

00:03:11.520 --> 00:03:12.350
- მართლა?

00:03:12.350 --> 00:03:13.840
ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი
ყოფილა, ვიდრე მეგონა.

00:03:13.840 --> 00:03:14.910
- არ ხუმრობს.

00:03:14.910 --> 00:03:18.070
საზოგადოებები, რომლებიც ხელს უწყობენ მეწარმეობას
ეკონომიკური თავისუფლების გზით,

00:03:18.070 --> 00:03:20.790
ჩვეულებრივ, უფრო სწრაფად იზრდებიან,
ვიდრე ის საზოგადოებები, რომლებიც ასე არ იქცევიან.

00:03:20.790 --> 00:03:23.950
- ამასთან, მეწარმეთა აღმოჩენების და მიგნებების

00:03:23.950 --> 00:03:28.670
დაგროვებით იქმნება ახალი,
უკეთესი პროდუქტები და პროცესები.

00:03:28.690 --> 00:03:32.600
მეწარმეებს შეუძლიათ
მთელი ინდუსტრიის შექმნაც.

00:03:32.600 --> 00:03:35.220
20 წელზე ნაკლებ დროში ჩვენ შევძელით
ისეთი ტელეფონებიდან, რომლითაც

00:03:35.220 --> 00:03:39.770
მხოლოდ სმს-ის გაგზავნა შეიძლებოდა, გადასვლა
ტელეფონებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მართავენ.

00:03:39.770 --> 00:03:41.200
- მადლობა სტივ ჯობსს!

00:03:41.200 --> 00:03:44.140
- ფაქტობრივად, მეწარმეობა
ისე სწრაფად ვითარდება,

00:03:44.140 --> 00:03:46.060
რომ იმ დროის განმავლობაში,
რასაც თქვენ ამ ვიდეოს ყურებაზე ხარჯავთ,

00:03:46.060 --> 00:03:48.680
ეს ტელეფონიც ძველდება.

00:03:48.680 --> 00:03:51.460
- მართალია, და ეს დამატებით 
შესაძლებლობებს აძლევს

00:03:51.460 --> 00:03:54.600
მეწარმეებს, რომ შექმნან
სხვა პროდუქტები და მომსახურება,

00:03:54.600 --> 00:03:57.580
როგორიც არის ქეისები,
ეკრანის დამცავები და აპლიკაციები.

00:03:57.580 --> 00:03:59.940
- ესე იგი, მეწარმეობა
ქმნის შესაძლებლობებს

00:03:59.940 --> 00:04:02.210
კიდევ უფრო მეტი მეწარმეობისთვის.

00:04:02.210 --> 00:04:03.040
- ასეა!

00:04:03.040 --> 00:04:05.190
და ეს უწყვეტი პროცესია.

00:04:05.190 --> 00:04:07.830
საზოგადოებები, რომლებიც მეწარმეობის ხედვას იზიარებენ,

00:04:07.830 --> 00:04:10.030
ძველი ინდუსტრიების ჩანაცვლებას უწყობენ ხელს,

00:04:10.030 --> 00:04:13.700
იმ ახალი ინდუსტრიებით, რომლებსაც მეწარმეები
ქმნიან. ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება,

00:04:13.700 --> 00:04:16.550
იქმნება მეტი სამუშაო ადგილი,
იქმნება მეტი სიმდიდრე,

00:04:16.550 --> 00:04:21.200
რაც ადამიანებს მათი შემოქმედებითი ნიჭის აბსოლუტურად
ახალი ფორმით გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

00:04:21.200 --> 00:04:24.670
მაგალითად, მე Youtube-ზე
ვიდეოების ატვირთვით ვიღებ შემოსავალს.

00:04:24.670 --> 00:04:27.790
სულ რამდენიმე წლის წინ კი ეს შეუძლებელი იყო.

00:04:27.790 --> 00:04:30.670
- ეკონომისტი იოზეფ შუმპეტერი ამას

00:04:30.670 --> 00:04:32.520
„შემოქმედებით განადგურებას“ უწოდებს.

00:04:32.520 --> 00:04:34.320
ძველი სამუშაოები და ინდუსტრიები ნადგურდება

00:04:34.320 --> 00:04:37.350
მეწარმეების მიერ ახლის
და უკეთესის შექმნის კვალდაკვალ.

00:04:37.350 --> 00:04:40.470
ეს არის ბაზრის ერთგვარი სიცოცხლის წრე.

00:04:40.470 --> 00:04:44.300
- ახლა, როცა ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი
როლის შესრულება შემიძლია ეკონომიკაში,

00:04:44.350 --> 00:04:45.770
მზად ვარ ფერხულში ჩავება.

00:04:45.770 --> 00:04:47.430
მოუთმენლად ველი, როდის გავხდები
ჩემი თავის უფროსი.

00:04:47.430 --> 00:04:50.880
- როგორც მეწარმეს,
შესაძლოა არ გყავდეს უფროსი,

00:04:50.880 --> 00:04:53.240
მაგრამ, თუ წარმატებას მიაღწევ,

00:04:53.240 --> 00:04:57.150
შენ გეყოლება ძალიან, ძალიან ბევრი
უფროსი - შენი კლიენტები.

00:04:57.150 --> 00:05:00.100
თავისუფალ ბაზარზე შენს კლიენტებს აქვთ
არჩევანის უფლება

00:05:00.100 --> 00:05:04.040
შეიძინონ თუ არა შენი პროდუქცია
და რა ფასად იყიდონ ის.

00:05:04.040 --> 00:05:06.110
სწორედ ეს ქმნის სწორ მოტივაციას

00:05:06.110 --> 00:05:08.650
და გაძლევს საჭირო
ინფორმაციას იმისათვის, რომ

00:05:08.650 --> 00:05:11.810
სწრაფად და ეფექტურად მოახდინო
რეაგირება შენი კლიენტების საჭიროებებზე.

00:05:11.810 --> 00:05:15.170
- როგორც ვხვდები, ფასები,
მოგება და ზარალი

00:05:15.170 --> 00:05:17.830
ფაქტობრივად ის სიგნალებია, რომლებიც
საწარმოებს კარნახობენ, როგორ მოიქცნენ.

00:05:17.830 --> 00:05:19.440
- აბსოლუტურად სწორია.

00:05:19.440 --> 00:05:22.480
- საფასო სიგნალები, რამდენის
გადახდა სურთ ადამიანებს

00:05:22.480 --> 00:05:25.210
თქვენს პროდუქტებში, მოგებას
იღებ, თუ ზარალს ნახულობ,

00:05:25.210 --> 00:05:28.390
უკუკავშირის მექანიზმებია,
რომლებიც გიჩვენებენ, რომ

00:05:28.390 --> 00:05:32.110
კარგად მუშაობ და
ღირებულებას ქმნი სხვა ადამიანებისთვის.

00:05:32.110 --> 00:05:34.940
- თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ეს
მხოლოდ ისეთ ბაზარზეა შესაძლებელი,

00:05:34.940 --> 00:05:37.290
სადაც თქვენ და თქვენს
კლიენტებს გაქვთ 

00:05:37.290 --> 00:05:39.370
არჩევანის თავისუფლება.

00:05:39.370 --> 00:05:41.860
- ჰო, მართლა, შენ რა ბიზნეს-იდეა გაქვს?

00:05:41.860 --> 00:05:44.110
- ხელნაკეთი არომატიზებული
კბილის ჩხირების მაღაზია.

00:05:44.110 --> 00:05:44.940
- რა?

00:05:44.940 --> 00:05:46.790
მე შენი პირველი კლიენტი ვიქნები.

00:05:46.790 --> 00:05:49.280
თუ ვფიქრობთ, რომ მეწარმეობა კარგია,

00:05:49.280 --> 00:05:52.300
და ეს ასეც არის, უნდა წავახალისოთ
სამეწარმეო საქმიანობა

00:05:52.300 --> 00:05:56.160
მათი მიღწევების აღნიშვნით და
ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობით.

00:05:56.160 --> 00:05:57.850
და თქვენ რას ფიქრობთ?

00:05:57.850 --> 00:05:59.830
გინდათ იყოთ მეწარმე?

00:05:59.830 --> 00:06:03.400
კომენტარში გაგვიზიარეთ
რა ბიზნესს წამოიწყებდით.

00:06:03.400 --> 00:06:06.940
დამატებითი ინფორმაცია მეწარმეობის შესახებ
ნახეთ ვებგვერდზე courses.fee.org

00:06:06.940 --> 00:06:09.770
და ეწვიეთ ეკონომიკური განათლების ფონდს

00:06:09.770 --> 00:06:13.270
ბევრად უფრო მეტი რესურსის სანახავად იმის
შესახებ, თუ როგორ შეუძლია მეწარმეობას

00:06:13.270 --> 00:06:15.860
თქვენი ცხოვრების რადიკალურად გაუმჯობესება.

00:06:15.860 --> 00:06:18.740
მაშინაც კი, თუ არ გაქვთ
საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი.

00:06:18.740 --> 00:06:20.820
გმადლობთ, რომ გვიყურებთ.

00:06:20.820 --> 00:06:23.230
[სასიამოვნო მელოდია]
