WEBVTT FILE

1
00:00:00.000 --> 00:00:02.673
ერთხელ, მილტონ ფრიდმანი
აზიაში მოგზაურობდა

2
00:00:02.713 --> 00:00:04.190
და აკვირდებოდა
არხის მშენებლობას.

3
00:00:04.230 --> 00:00:06.356
გაიკვირვა, მძიმე ტექნიკა
რომ ვერსად დაინახა.

4
00:00:06.396 --> 00:00:09.069
ტექნიკის ნაცვლად მან მუშები დაინახა
ბარებით. ძალიან ბევრი მუშა.

5
00:00:09.109 --> 00:00:11.260
და მან ჰკითხა საჯარო მოხელეს,
რომელიც მასთან ერთად იყო:

6
00:00:11.300 --> 00:00:13.323
„რატომ არ აქვს ამ
ხალხს მძიმე ტექნიკა“?

7
00:00:13.363 --> 00:00:14.483
მოხელემ მიუგო

8
00:00:14.523 --> 00:00:17.091
„თქვენ არ გესმით.
ეს დასაქმების პროგრამაა.“

9
00:00:17.131 --> 00:00:18.630
დაეჭვებულმა მილტონმა უთხრა:

10
00:00:18.670 --> 00:00:20.143
„მაშინ წაართვით ბარები და

11
00:00:20.183 --> 00:00:21.557
დაურიგეთ კოვზები“.

12
00:00:21.597 --> 00:00:25.462
როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები,
შევქმნათ ღირებულება და არა მხოლოდ სამუშაო?

13
00:00:25.502 --> 00:00:28.022
ამერიკის დედაქალაქში უამრავი
დასაქმების პროგრამა არსებობს,

14
00:00:28.062 --> 00:00:30.373
მათ შორის ახალი
საპრეზიდენტო შემოთავაზება.

15
00:00:30.413 --> 00:00:32.415
რა თქმა უნდა, ყველას უნდა
უმუშევრობის დონის დაწევა.

16
00:00:32.455 --> 00:00:34.811
მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ,
როგორ უნდა დავწიოთ ეს დონე.

17
00:00:34.851 --> 00:00:37.637
მისი დაწევა შეუძლებელია უბრალოდ
ისეთი სამუშაო ადგილების შექმნით,

18
00:00:37.677 --> 00:00:40.454
რომლებიც არ ქმნიან ღირებულებას
მთელი საზოგადოებისთვის.

19
00:00:40.494 --> 00:00:43.259
დასაქმება არ არის
საბოლოო მიზანი.

20
00:00:43.299 --> 00:00:46.241
მიზანია ის ღირებულებაა,
რასაც ქმნის სამუშაო.

21
00:00:46.281 --> 00:00:49.304
ეჭვი მაქვს, რომ უმუშევრობასთან ბრძოლის
რომელიმე პროგრამამ კოლუმბიის ოლქში

22
00:00:49.344 --> 00:00:52.353
შემოგვთავაზოს მუშებისთვის
სამუშაოდ კოვზების დარიგება.

23
00:00:52.393 --> 00:00:54.458
ამ პროგრამების ეკონომიკური
ეკვივალენტი იგივე იქნება -

24
00:00:54.498 --> 00:00:56.333
სამუშაოები, რომლებიც
ღირებულებას ვერ ქმნიან.

25
00:00:56.373 --> 00:00:59.068
ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებას
შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილი

26
00:00:59.108 --> 00:01:02.080
და გადაუხადოს ვინმეს მხოლოდ ორმოს
ამოთხრაში და შემდეგ ამოვსებაში.

27
00:01:02.120 --> 00:01:04.722
საბოლოოდ, ეს არავის
შესძენს რაიმე ღირებულს.

28
00:01:04.762 --> 00:01:06.701
ფაქტიურად, ღირებულება დაინგრევა,

29
00:01:06.741 --> 00:01:09.755
რადგან ხელისუფლებას მოუწევს
სხვაგან მაცხოვრები სხვა ადამიანების

30
00:01:09.795 --> 00:01:11.417
გადასახადებით დაბეგვრა
ამ სამუშაო ადგილების შესაქმნელად

31
00:01:11.457 --> 00:01:14.430
ეს გადასახადები გაანადგურებენ სხვა
სამუშაოებს, რომლებიც ღირებულებას ქმნიან.

32
00:01:14.470 --> 00:01:17.137
ზოგიერთ სამუშაოს შეუძლია
ღირებულების შექმნა, ზოგს - არა.

33
00:01:17.177 --> 00:01:19.962
თუმცა ყველა მათგანი საბოლოოდ
არ მოწმდება ფასთა სისტემით.

34
00:01:20.002 --> 00:01:22.932
ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმების
პროგრამების განვითარების ნაცვლად,

35
00:01:22.972 --> 00:01:24.440
ხელისუფლება ორიენტირებული
უნდა იყოს იმაზე,

36
00:01:24.480 --> 00:01:27.145
შექმნას ზრდისთვის ხელშემწყობი
ინსტიტუციონალური გარემო.

37
00:01:27.185 --> 00:01:29.414
ასეთ გარემოს ეკონომიკური
თავისუფლება უზრუნველყოფს.

38
00:01:29.454 --> 00:01:32.040
„ეკონომიკური თავისუფლება“
ნიშნავს დაბალ გადასახადებს,

39
00:01:32.080 --> 00:01:34.499
სამთავრობო მართვის შეზღუდულ
სფეროს, ინფლაციის დაბალ დონეს,

40
00:01:34.539 --> 00:01:37.865
საკუთრების უფლების დაცვის ძლიერ
მექანიზმებს, ნაკლებ რეგულაციას.

41
00:01:37.905 --> 00:01:40.157
ეკონომიკური თავისუფლების
გარემოს შექმნის შემთხვევაში,

42
00:01:40.197 --> 00:01:42.885
მეწარმეები ინვესტიციებს ახორციელებენ,

43
00:01:42.925 --> 00:01:44.114
ეკონომიკაში მყოფი ადამიანებისთვის
ღირებულების შესაქმნელად.

44
00:01:44.154 --> 00:01:46.548
ამისათვის, მათ თანამშრომლები 
უნდა დაიქირაონ.

45
00:01:46.588 --> 00:01:48.651
როდესაც მეწარმეები
ბაზარზე მუშაობენ,

46
00:01:48.691 --> 00:01:51.689
ისინი ეძებენ სამუშაო ძალას,
ასევე სხვა რესურსებს

47
00:01:51.729 --> 00:01:53.961
საქონლის და მომსახურების შესაქმნელად,

48
00:01:54.001 --> 00:01:55.691
რომელსაც შემდგომში
მომხმარებელი დააფასებს.

49
00:01:55.731 --> 00:01:58.577
თუ საბოლოოდ, ის ფასი,რომელსაც
მომხმარებელი განსაზღვრავს,

50
00:01:58.617 --> 00:02:00.449
იმის მიხედვით, თუ რამდენის გადახდის სურვილი
აქვთ კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებისთვის,

51
00:02:00.489 --> 00:02:02.969
აღემატება შრომის და
სხვა რესურსების ხარჯებს,

52
00:02:03.009 --> 00:02:04.618
მეწარმე შექმნის სამუშაო ადგილს.

53
00:02:04.658 --> 00:02:07.682
საუკეთესო დასაქმების პროგრამა სინამდვილეში სამუშაო
ადგილების შექმნის პროგრამა საერთოდ არ არის.

54
00:02:07.722 --> 00:02:08.881
ეს არის ზრდის პროგრამა.

