WEBVTT FILE

1
00:00:00.000 --> 00:00:01.698
პოპულარული ბიზნეს-პრესა

2
00:00:01.698 --> 00:00:03.810
მეწარმეებს ხშირად გმირის თვისებების მქონე
ზეადამიანებად, შორსმჭვრეტელ,

3
00:00:03.810 --> 00:00:07.528
საკუთარ თავში დარწმუნებულ და ყველანაირ
რისკზე წამსვლელ პერსონაჟებად წარმოგვიდგენს.

4
00:00:07.528 --> 00:00:09.775
ამიტომ, შეიძლება იფიქროთ,

5
00:00:09.775 --> 00:00:11.775
რომ თუ სუპერმენი ან
„ვანდერ ვუმენი" არ ხართ,

6
00:00:11.775 --> 00:00:13.577
ვერასოდეს გახდებით მეწარმე.

7
00:00:13.577 --> 00:00:17.221
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამგვარი
წარმოდგენების დიდი ნაწილი მცდარია,

8
00:00:17.221 --> 00:00:18.291
ვინაიდან ასეთი სტატიები

9
00:00:18.291 --> 00:00:21.629
უმეტესად მეწარმის ქცევაზე
აკეთებენ აქცენტს.

10
00:00:21.629 --> 00:00:23.325
თუ ამას აკეთებთ, შეიძლება დაასკვნათ,

11
00:00:23.325 --> 00:00:25.708
რომ ან ბილ გეიტსი ან
მაიკლ დელი უნდა იყოთ.

12
00:00:25.708 --> 00:00:28.811
მაგრამ თუ დააკვირდებით,
როგორ აზროვნებენ მეწარმეები,

13
00:00:28.811 --> 00:00:30.902
აღმოაჩენთ მარტივ,
სწორხაზოვან ლოგიკას,

14
00:00:30.902 --> 00:00:32.902
რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

15
00:00:32.902 --> 00:00:35.198
ნაბიჯი პირველი: ისინი რწმუნდებიან,
რომ რის გაკეთებასაც აპირებენ,

16
00:00:35.198 --> 00:00:36.833
ის ნამდვილად აინტერესებთ,

17
00:00:36.833 --> 00:00:39.691
რადგან  იმის დაწყება, რაც არ
გაინტერესებთ, უბრალოდ სისულელეა.

18
00:00:39.691 --> 00:00:41.691
ნაბიჯი მეორე: ისინი
ზედმეტად არ ფიქრობენ

19
00:00:41.691 --> 00:00:43.691
და დროს არც იმის ფიქრზე
ხარჯავენ, თუ რა შეიძლება მოხდეს.

20
00:00:43.691 --> 00:00:46.954
ამის ნაცვლად, მოქმედებენ სწრაფად მათ
ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით

21
00:00:46.954 --> 00:00:49.390
და პატარა, მაგრამ ჭკვიანური ნაბიჯებით

22
00:00:49.390 --> 00:00:51.390
მიიწევენ მიზნისაკენ.

23
00:00:51.390 --> 00:00:54.345
ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ,
ისინი აფასებენ შედეგებს

24
00:00:54.345 --> 00:00:56.800
და მათი მოწონების შემთხვევაში,
აგრძელებენ წინ სვლას.

25
00:00:56.800 --> 00:00:59.492
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ:
იმოქმედე, ისწავლე, გაიმეორე.

26
00:00:59.492 --> 00:01:01.627
არაფერი სუპერმენისეული აქ არ ხდება.

27
00:01:01.627 --> 00:01:05.959
გამოცდილი მეწარმეების ამ
ლოგიკას „CREACTION“ ვუწოდეთ.

28
00:01:05.959 --> 00:01:08.964
მოდით ავხსნათ ამ ტერმინის არსი და
განვასხვაოთ იგი იმ ბიზნეს აზროვნებისგან,

29
00:01:08.964 --> 00:01:12.614
რაც ყველამ კარგად ვიცით და რომელსაც
ჩვენ „პროგნოზირება“ (PREDICTION) ვუწოდეთ.

30
00:01:12.614 --> 00:01:15.742
პროგნოზირება გულისხმობს მომავლის
სურათის ლოგიკური ჩარჩოს შექმნას,

31
00:01:15.742 --> 00:01:18.076
რომელიც ემყარება
წარსულის გამოცდილებას.

32
00:01:18.076 --> 00:01:19.895
მას დაგეგმილი და
გააზრებული მოქმედების

33
00:01:19.895 --> 00:01:23.241
ოპტიმიზაცია მოჰყვება, რათა
მიიღოთ მომავალში ის, რაც გსურთ.

34
00:01:23.241 --> 00:01:26.497
პროგნოზირება კარგად მუშაობს მაშინ, როცა
სინამდვილეში ყველაფერი პროგნოზირებადია.

35
00:01:26.497 --> 00:01:29.260
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ
იწინასწარმეტყველოთ, თუ რამდენი იქნება

36
00:01:29.260 --> 00:01:30.986
მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის,

37
00:01:30.986 --> 00:01:33.682
ვინაიდან უკვე ვიცით დღევანდელი
მოსახლეობის გადანაწილება

38
00:01:33.682 --> 00:01:35.789
და ის ტენდენციები, რაც
ახასიათებს ახლანდელ შობადობას.

39
00:01:35.789 --> 00:01:39.410
ასეთ ვითარებაში მომავლის
პროგნოზირება მარტივია.

40
00:01:39.410 --> 00:01:41.699
მაგრამ თუკი ცდილობთ გაერკვეთ,

41
00:01:41.699 --> 00:01:44.061
რამდენად გაამართლებს
ახალი ბიზნესი, ან

42
00:01:44.061 --> 00:01:45.893
რამდენად მოინდომებს პარასკევს გაცნობილი
ლამაზი გოგონა თქვენთან შეხვედრას,

43
00:01:45.893 --> 00:01:49.561
პროგნოზი აქ ვერაფერში დაგეხმარებათ.

44
00:01:49.561 --> 00:01:51.850
ერთადერთი გზა ამის
გასარკვევად მოქმედებაა.

45
00:01:51.850 --> 00:01:54.318
აი ზუსტად აქ იწყება „CREACTION“.

46
00:01:54.318 --> 00:01:57.284
კვლევამ აჩვენა, რომ ამ პროცესს
ოთხი ეტაპი ახასიათებს.

47
00:01:57.284 --> 00:01:59.450
ეს არის სწრაფი დაწყება ხელთ არსებული
რესურსების გამოყენებით, ისეთი ინვესტიციის

48
00:01:59.465 --> 00:02:02.353
ჩადება, რისი სახსრებიც გაგაჩნიათ და
რისი დაკარგვაც ძლიერ არ დაგაზიანებთ.

49
00:02:02.353 --> 00:02:04.625
არ იმოქმედოთ მარტო, იყოლიეთ
თანამოაზრეები ან პარტნიორები.

50
00:02:04.625 --> 00:02:06.869
და ბოლოს, გაითვალისწინეთ
მიღებული ინფორმაცია

51
00:02:06.869 --> 00:02:09.278
და თქვენი მოქმედებების შედეგები.

52
00:02:09.278 --> 00:02:12.338
საგულისხმოა, რომ ესეც ჩვენს მიერ აქამდე
განხილულ მთავარ ფაქტორებს უკავშირდება,

53
00:02:12.338 --> 00:02:14.338
როგორიც არის იმოქმედე,
ისწავლე და გაიმეორე.

54
00:02:14.338 --> 00:02:16.201
არა მხოლოდ მეწარმეებს,
არამედ ყველას შეუძლია

55
00:02:16.201 --> 00:02:19.496
ასეთი მიდგომის გამოიყენება.
ეს პრაქტიკული მიდგომაა მათთვის,

56
00:02:19.496 --> 00:02:21.496
ვინც ჯერაც გაურკვეველ და უცნობ
გარემოში ცდილობს თავის დამკვიდრებას.

57
00:02:21.496 --> 00:02:24.440
ეს პრინციპი ხალხმა საზოგადოებრივ
პროექტებში საკმაოდ წარმატებით გამოიყენა,

58
00:02:24.440 --> 00:02:27.983
ეკლესიებში, უცხო ადგილებში მეორე
საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას,

59
00:02:27.983 --> 00:02:31.915
სხვა ადგილზე გადასვლის ან
კარიერის შეცვლის დროს.

60
00:02:31.915 --> 00:02:34.171
„CREACTION“ არ არის
წარმატების გარანტია.

61
00:02:34.171 --> 00:02:36.921
იგი სულაც არ ზრდის რომელიმე
სამეწარმეო სუბიექტის შანსებს

62
00:02:36.921 --> 00:02:39.427
და არ განაპირობებს
რაიმე იდეის წარმატებას.

63
00:02:39.427 --> 00:02:41.548
ამის ნაცვლად, მთელი მისი
ძალა საშუალებას გაძლევთ

64
00:02:41.548 --> 00:02:44.135
იმოქმედოთ უფრო სწრაფად
მცირე დანახარჯებით.

65
00:02:44.135 --> 00:02:46.285
ასე რომ, დროის ერთ
მონაკვეთში შეძლებთ

66
00:02:46.285 --> 00:02:48.071
სხვადასხვა რამის ერთდროულად მოსინჯვას.

67
00:02:48.071 --> 00:02:50.666
ზოგი რამ შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ
ზოგი შეიძლება წარმატებულიც იყოს.

68
00:02:50.666 --> 00:02:54.264
ყოველ შემთხვევაში, „CREACTION“
თქვენს სიცოცხლეს არასოდეს

69
00:02:54.264 --> 00:02:55.885
შეუქმნის საფრთხეს და მოგცემთ
შესაძლებლობას განაგრძოთ თამაში.

70
00:02:55.885 --> 00:02:58.203
ასე რომ, რამდენიმე
წლის განმავლობაში

71
00:02:58.203 --> 00:03:02.183
თქვენი ერთ-ერთი იდეის წარმატების
ალბათობა მკვეთრად იზრდება.

72
00:03:02.183 --> 00:03:04.911
უფრო მეტიც, რაც მეტს
გამოიყენებთ „CREACTION“-ს,

73
00:03:04.911 --> 00:03:06.757
მით უფრო მეტად
შეისისხლხორცებთ მას

74
00:03:06.757 --> 00:03:09.362
და ნებისმიერ დროს, ცხოვრების
გაურკვეველ პერიოდებში ლავირებისთვის

75
00:03:09.362 --> 00:03:11.194
მეტ გამოცდილებას მიიღებთ.

76
00:03:11.194 --> 00:03:13.450
ხოლო მაშინ, როცა სხვები შემოგიერთდებიან
საკუთარი იდეებით ახალი წამოწყებების შესახებ,

77
00:03:13.467 --> 00:03:15.862
ეს მთლიანი საზოგადოებისთვის
სარგებლის მომტანი გახდება.

78
00:03:15.862 --> 00:03:19.331
ჩამოტვირთეთ ჩვენი წიგნის „ქმედება ყველაფერზე
მნიშვნელოვანია“ ელექტრონული ვერსია.

79
00:03:19.331 --> 00:03:21.331
ეს წიგნი ბაბსონის კოლეჯის საჩუქარია.

